ადვოკატი - ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა, აქვს მოძრაობის გაძნელება
მიხეილ სააკაშვილი - რამდენიმე ოპოზიციონერმა ის კი არ თქვა, 20 ივნისს შემოვუერთდებითო, არამედ მიშას მხარდაჭერილი აქციააო
War update: 237 combat engagements on front line over past day
ADF neutralizes 97 of 119 Russian drones overnight
Russia's war casualty toll in Ukraine up by 1,260 over past day
G7 leaders agree to increase air defense deliveries to Ukraine
Ukraine's efforts pay off on all fronts – Costa
Trump willing to pressure Russia if G7 allies help with Iran – Politico

კვარაცხელიამ შეცვლაზე ითამაშა და „ჟირონასაც“ გაუტანა

04.08.2022 ნახვები: 596

საბედნიეროდ, არ გამართლდა ცუდი მოლოდინი – ხვიჩა კვარაცხელიამ დღეს „ნაპოლის“ ფორმა „ჟირონას“ ამხანაგურ მატჩში მოირგო და გოლიც გაიტანა.

ხვიჩა მასპინძელთა გუნდის სასტარტოში არ იყო ესპანელებთან შეხვედრაში, რადგან „მალიორკასთან“ ბოლო სპარინგში ბარძაყის მცირე ტრავმა მიიღო. ნეაპოლელთა მწვრთნელმა, ლუჩანო სპალეტიმ კვარაცხელია მოედანზე 24-ე წუთზე მატეო პოლიტანოს ნაცვლად შეუშვა. 27-ე წუთზე „ნაპოლი“ ავტოგოლით დაწინაურდა და იტალიელებმა ტაიმი 1:0 მოიგეს.

51-ე წუთზე ხვიჩამ საჯარიმოსთან მცველს ბურთი თავზე ეფექტურად გადაუგდო და კარში დაარტყა, მაგრამ არაზუსტად და კარგი შანსით ვერ ისარგებლა. 56-ე წუთზე კი ვალენტიმ კასტელამომ ანგარიში გაათანაბრა – 1:1.

თუმცა, შეხვედრის ბოლო ნაწილი „ნაპოლიმ“ უკეთ ჩაატარა და თამაში მოიგო. 77-ე წუთზე იტალიელები ანდრეა პეტანიამ დააწინაურა, მე-80 წუთზე კი ხვიჩა კვარაცხელიამ პენალტი მოიპოვა და უნაკლოდ შეასრულა. 90-ე წუთზე კი მცველმა სახეში ხელი ჩაარტყა და სპალეტიმ შეცვალა.

საბოლოოდ, „ნაპოლიმ“ 3:1 მოიგო. ეს ხვიჩა კვარაცხელიასთვის იტალიურ გუნდში ზაფხულში ჩატარებული მეხუთე ტესტ-მატჩი იყო – საქართველოს ნაკრების თავდამსხმელის ანგარიშზე 4 გოლით და 2 საგოლე პასი ჩაიწერა.

1tv.ge

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა