War update: 140 clashes on front line over past day, Pokrovsk, Kostiantynivka sectors see fiercest fighting
Russian losses in Ukraine war rise by 2,980 over past day
Estonian FM: Putin is the only one who can stop war, Ukraine must join NATO
Ukraine's 7th Air Assault Corps receives over 50 types of drones, 40 ground robotic systems this year
Average age of mobilized recruits joining Ukraine’s Air Assault forces is 35–44
Air Assault Forces most in need of riflemen
Barrot announces France's participation in trilateral talks in Abu Dhabi
მაია სანდუ: მოსკოვის ენერგეტიკული შანტაჟი დასრულდა – მოლდოვა რუსულ გაზს აღარ ყიდულობს

„დიდი შვიდეული“ - ირანს ბირთვული იარაღი არასდროს ექნება

ნახვები: 332 „დიდი შვიდეული“ - ირანს ბირთვული იარაღი არასდროს ექნება

მივესალმებით შეერთებულ შტატებსა და ირანს შორის პრეზიდენტ ტრამპის ძლიერი ხელმძღვანელობით და შუამავალი ქვეყნების მხარდაჭერით მიღწეული შეთანხმების გამოცხადებას, - ამის შესახებ „დიდი შვიდეულის“ ლიდერების ერთობლივ განცხადებაშია აღნიშნული.

ლიდერები ხაზს უსვამენ, რომ შეთანხმება იძლევა ისტორიულ შესაძლებლობას, ირანის მიერ ბირთვული იარაღის შექმნა აღიკვეთოს და მის რეგიონულ და ბალისტიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული საფრთხეები მოგვარდეს.

„მხარს ვუჭერთ და მზად ვართ წვლილი შევიტანოთ მის განხორციელებაში. კიდევ ერთხელ ვადასტურებთ, რომ სატრანზიტო გადაადგილების უფლება შეზღუდვებისა და გადასახადების გარეშე საერთაშორისო ვაჭრობის საფუძველია. ვეთანხმებით, რომ საფრანგეთისა და გაერთიანებული სამეფოს ხელმძღვანელობით მრავალეროვნულ, დამოუკიდებელ და თავდაცვით ინიციატივას შეუძლია მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს ჰორმუზის სრუტეში საზღვაო მიმოსვლის აღდგენის ხელშეწყობაში“,- აღნიშნულია განცხადებაში.

„დიდი შვიდეულის“ ლიდერების განცხადებით, მტკიცედ უჭერენ მხარს პრეზიდენტ ტრამპის მიერ უზრუნველყოფილი ურთიერთგაგების მემორანდუმის მტკიცე და ყოვლისმომცველ დიპლომატიურ შეთანხმებას, რომელიც რეგიონში ყველასთვის მშვიდობისა და უსაფრთხოების მომტანი იქნება.

„ხაზს ვუსვამთ ამ მიზნით მოლაპარაკებების აუცილებლობას, რათა გადაიჭრას ირანის მიერ რეგიონში და მის ფარგლებს გარეთ წარმოქმნილი საფრთხეები და უზრუნველყოფილი იყოს, რომ მათ არასდროს ჰქონდეთ ბირთვული იარაღი“, - აღნიშნულია განცხადებაში.

„დიდი შვიდეულის“ ლიდერები მიიჩნევენ, რომ ასეთი მოლაპარაკებები სასარგებლო იქნება შესაბამისი რეგიონული და საერთაშორისო პარტნიორების, მათ შორის ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) წვლილის შეტანით.

„კიდევ ერთხელ ვადასტურებთ, რომ ირანს ბირთვული იარაღი არასდროს ექნება“, - აღნიშნულია განცხადებაში.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა