თურქეთი, საქართველო და აზერბაიჯანი სატრანზიტო პროცედურების გამარტივებასა და საზღვრებზე ლოდინის დროის შემცირებაზე მუშაობენ
28 სექტემბრიდან საქართველოში ამინდი გაუარესდება, მოსალოდნელია ძლიერი ნალექი, სეტყვა და შტორმი
პეტრე ცისკარიშვილი 1-ელ ოქტომბერს რიყის პარკში აქციას აანონსებს და მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას მოითხოვს
მიხეილ სააკაშვილი: ვერ დაგვაჩმორებენ, არ დავჩმორდებით, ჩვენ არ ვართ ჩმორები!
WSJ: Russia offers USD 20 M reward for information on Magyar's whereabouts
Biletsky: 3rd Army Corps liberates Nove, Ridkodub and Katerynivka in Operation “Vivaldi”
War update: 229 combat clashes on front lines in past 24 hours
Russia's war casualty toll in Ukraine up by over 2,000 over past day

ქართველი სტუდენტები ჩრდილოეთ მაკედონიაში სკოპიეს ამერიკულ უნივერსიტეტში უფასოდ ისწავლიან

ნახვები: 610 ქართველი სტუდენტები ჩრდილოეთ მაკედონიაში სკოპიეს ამერიკულ უნივერსიტეტში უფასოდ ისწავლიან

ქართველი სტუდენტები ჩრდილოეთ მაკედონიაში სკოპიეს ამერიკულ უნივერსიტეტში უფასოდ ისწავლიან, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველო პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ჩრდილოეთ მაკედონიაში გასულ წელს საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტისას, ორი ქვეყნის პრეზიდენტების მხარდაჭერით, სკოპიეში საქართველოს საპატიო კონსულის, პროფესორ მარკო ანდონოვის ინიციატივით, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, ქართველი სტუდენტებისთვის „საპრეზიდენტო სტიპენდიის“ დაწესების შესახებ.

სკოპიეს ამერიკულ უნივერსიტეტში – University American College Skopje ქართველი სტუდენტების განაცხადების მიღება მოხდება ორ სამაგისტრო პროგრამაზე – საერთაშორისო ურთიერთობები და ბიზნესის ადმინისტრირება. სტიპენდია მოიცავს სწავლის საფასურის სრულად დაფარვას და საცხოვრებლით უზრუნველყოფას.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა