საქართველო-ირანის ურთიერთობები და საგარეო-პოლიტიკური ტენდენციები: ფაქტები, მოვლენები და ღია წყაროები
რუსი ტურისტების წინააღმდეგ კამპანიას ვინც გეგმავს, ოკუპანტზე უარესი და მისი ხელშემწყობია, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, ამ კამპანიის ავტორებმა თავის დროზე ქართველი სამხედროები 2008 წლის 7 აგვისტოს საბრძოლო მოქმედებების გაუფრთხილებლად დაწყებაში, ცხინვალის კასეტური ბომბებით დაბომბვაში და ამით მშვიდობიანი მოსახლეობისათვის საფრთხის შექმნაში დაადანაშაულეს.
„სხვანაირად რადგან არ გამოგვივიდა, მოდი, რუსი ტურისტების წინააღმდეგ კამპანია ისევ ამოვქოქოთ. ამით ხელისუფლებას თან რუსების დაცვა მოუწევთ და პიარულად მაგაზე მაგრად დავარტყამთ, თან იქნებ კარგად გაღვივდეს და ამ გზით მაინც ავრიოთ“ – ვინც ამას ასე ალაგებს და შესაბამის კამპანიას გეგმავს, ოკუპანტზე უარესი და მისი ხელშემწყობია!…
ხვალ 7 აგვისტოა. ამ კამპანიის ავტორებმა თავის დროზე ქართველი სამხედროები 2008 წლის 7 აგვისტოს საბრძოლო მოქმედებების გაუფრთხილებლად დაწყებაში, ცხინვალის კასეტური ბომბებით დაბომბვაში და ამით მშვიდობიანი მოსახლეობისათვის საფრთხის შექმნაში დაადანაშაულეს.
დღეს ეს ხალხი ცდილობს რუსების თემის გავლით არევას!…
დასკვნების გამოტანა რთული არ არის!“, – წერს მამუკა მდინარაძე.
გოჩა მირცხულავა: ეპისკოპოსებს თუ არ სურთ, რომ ხელისუფლების ინსტრუმენტები გახდნენ, მაშინ დამოუკიდებელ
გოჩა მირცხულავა: ოპოზიციიდან ზოგმა ივანიშვილთან პირდაპირ ითანამშრომლა, ზოგმა კი თავისი სასარგებლო იდ
გოჩა მირცხულავა - „ქართული ოცნების“ მცდელობები, მოჩვენებითად თუ საქმით დაანახონ დასავლეთს, რომ „ჩვენ