War update: 140 clashes on front line over past day, Pokrovsk, Kostiantynivka sectors see fiercest fighting
Russian losses in Ukraine war rise by 2,980 over past day
Estonian FM: Putin is the only one who can stop war, Ukraine must join NATO
Ukraine's 7th Air Assault Corps receives over 50 types of drones, 40 ground robotic systems this year
Average age of mobilized recruits joining Ukraine’s Air Assault forces is 35–44
Air Assault Forces most in need of riflemen
Barrot announces France's participation in trilateral talks in Abu Dhabi
მაია სანდუ: მოსკოვის ენერგეტიკული შანტაჟი დასრულდა – მოლდოვა რუსულ გაზს აღარ ყიდულობს

როსტოვისა და ბელგოროდის ოლქებში დრონებით თავდასხმის შედეგად ნავთობბაზა და სამხედრო საწყობი იწვის

ნახვები: 336 როსტოვისა და ბელგოროდის ოლქებში დრონებით თავდასხმის შედეგად ნავთობბაზა და სამხედრო საწყობი იწვის

რუსეთის როსტოვისა და ბელგოროდის ოლქებში მდებარე სამიზნეებზე 18 ივნისის ღამეს დრონებით თავდასხმა განხორციელდა, რამაც გუკოვოში ნავთობბაზასა და შებეკინოს მახლობლად მდებარე სამხედრო საწყობში ხანძარი გამოიწვია.

ინფორმაციას უკრაინული მედია „ტელეგრამ“ არხებსა და როსტოვის ოლქის გუბერნატორზე, იური სლიუსარზე დაყრდნობით ავრცელებს.

როსტოვის ოლქის გუკოვოს მაცხოვრებლების განცხადებით, დრონებით თავდასხმის შედეგად ღამით აფეთქებების ხმები ისმოდა და ხანძარი გაჩნდა. თანამგზავრის მიერ გადაღებული ფოტოების თანახმად, კარლ მარქსის ქუჩაზე მდებარე ნავთობბაზის ტერიტორიაზე განთავსებულია ნავთობის შესანახი რვა ავზი.

როსტოვის ოლქის გუბერნატორმა განაცხადა, რომ გუკოვოში თავდასხმის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და ორი დაშავდა. მისივე ინფორმაციით, კომერციული დანიშნულების ორ შენობას ცეცხლი გაუჩნდა და დიზელის ლოკომოტივი დაზიანდა.

მასშტაბური ხანძარი გაჩნდა ბელგოროდის ოლქში, შებეკინოს მახლობლადაც. ხანძრის გაჩენამდე ცოტა ხნით ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ტერიტორიაზე დრონები დაფიქსირდა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა