თურქეთი, საქართველო და აზერბაიჯანი სატრანზიტო პროცედურების გამარტივებასა და საზღვრებზე ლოდინის დროის შემცირებაზე მუშაობენ
28 სექტემბრიდან საქართველოში ამინდი გაუარესდება, მოსალოდნელია ძლიერი ნალექი, სეტყვა და შტორმი
პეტრე ცისკარიშვილი 1-ელ ოქტომბერს რიყის პარკში აქციას აანონსებს და მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას მოითხოვს
მიხეილ სააკაშვილი: ვერ დაგვაჩმორებენ, არ დავჩმორდებით, ჩვენ არ ვართ ჩმორები!
WSJ: Russia offers USD 20 M reward for information on Magyar's whereabouts
Biletsky: 3rd Army Corps liberates Nove, Ridkodub and Katerynivka in Operation “Vivaldi”
War update: 229 combat clashes on front lines in past 24 hours
Russia's war casualty toll in Ukraine up by over 2,000 over past day

გია ცაგარეიშვილი - ზონდერ მელიასგან და ავაზაკი ადამიანისგან ვერავითარ შეგონებას ვერ მოვისმენ, მისი სიტყვა სარწმუნო ვერ იქნება, ეს კენჭიც პოდოლიაკის ბოსტანიდან არის ალბათ გადმოგდებული

ნახვები: 607 გია ცაგარეიშვილი - ზონდერ მელიასგან და ავაზაკი ადამიანისგან ვერავითარ შეგონებას ვერ მოვისმენ, მისი სიტყვა სარწმუნო ვერ იქნება, ეს კენჭიც პოდოლიაკის ბოსტანიდან არის ალბათ გადმოგდებული

მგონი, უზნეობაა ეს ყველაფერი, მით უმეტეს უზნეობაა, როცა ამას მტკიცებულებების გარეშე გეუბნებიან და უზნეობაა, როცა ამას ვინმე მელია გეუბნება, ორჯერ ნასამართლევი, კრიმინალი, ადეიშვილის ხელის ბიჭი, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გია ცაგარეიშვილმა ნიკა მელიას განცხადების კომენტირებისას აღნიშნა.

მისი თქმით, ნიკა მელიას არც ერთი სიტყვა სარწმუნო არ არის.

„ეს კენჭიც პოდოლიაკის ბოსტანიდან არის ალბათ გადმოგდებული, ერთმანეთში გაარკვიონ მელიებმა, ხოშტარიებმა, პოდოლიაკებმა, ქამხაძეებმა და არ ვიცი, კიდევ ვინ არის იქ, რიგში ვინ დგას იმ საქმეში, რომ როგორმე გააშავოს ეს ქვეყანა, სახელი გაუტეხოს საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს, ჩვენი სამხედრო ძალების შეუვალი ავტორიტეტი დასცეს, მით უმეტეს იმ დღეებში, როცა ჩვენ ცხინვალის ომში დაღუპული გმირების სახელებს ვიხსენებთ. მგონი, უზნეობაა ეს ყველაფერი, მით უმეტეს უზნეობაა, როცა ამას მტკიცებულებების გარეშე გეუბნებიან და უზნეობაა, როცა ამას ვინმე მელია გეუბნება, ორჯერ ნასამართლევი, კრიმინალი, ადეიშვილის ხელის ბიჭი. ეს არის დიდი უზნეობა და ცინიზმის მწვერვალი. ზონდერ მელიასგან და ავაზაკი ადამიანისგან ვერავითარ შეგონებას ვერ მოვისმენ და ვერცერთი მისი სიტყვა სარწმუნო ვერ იქნება, ეს არის გამორიცხული. მისი სიტყვა შეიძლება, სარწმუნო იყოს ვინმე ხაბეიშვილისთვის, წიკლაურისთვის ან ვინმე სხვისთვის, ჩემთვის როგორ იქნება ავაზაკი, კრიმინალი მელიას სიტყვა სარწმუნო, რომ ვიღაც სადღაც რაიმე ინფორმაციას გადასცემს. ამგვარი სისულელეების დიდი ხანია არ მჯერა, მით უმეტეს, როცა ქალბატონი ხოშტარია ამბობს ამას, რომელიც დღესაც იღებს მსუყე-მსუყე დაფინანსებას რუბლებში მაშინ, როცა ეტყობა მოსკოვის ავანსცენებზე ჩაიკოვსკის გედების ტბა დაიდგმება ხოლმე, იქიდან რომ გადმოურიცხავენ ფულს, მერე მოდის იშტაზე ქალბატონი ხოშტარია და ქადაგებს საქართველოს თავისუფლებაზე, გმირ ბიჭებზე, დაღუპულებზე, მელიასთან უნისონში და ავრცელებენ ამ სიბინძურეს. თუ იცის მელიამ რამდენი კასტილიანი კაცი ჰყავს პარტიაში, ჰკითხეთ რამდენი კასტილიანი გყავს პარტიაში-თქო, ცოცხიანებზე აღარაფერს ვამბობ, ამაზე გაგვცეს პასუხი და მერე მიიღებს სიბინძურეზე პასუხს“, – განაცხადა ცაგარეიშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა