ირაკლი ღარიბაშვილის საქმის განხილვა ღია რეჟიმში ჩატარდება – სასამართლომ პროკურატურის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა
რომან გოცირიძე: ციფრული ფული გარდაუვალი განვითარებაა, თუმცა სახელმწიფოს მოქალაქეთა ფინანსებზე კონტროლის დამატებით ბერკეტებსაც აძლევს
ჟურნალისტ ვახო სანაიას სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული სამი პოსტის გამო 30-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა
Ukraine reports 204 frontline clashes in past 24 hours, with heaviest fighting in Pokrovsk and Kostiantynivka sectors
Zelensky: Ready to meet with U.S. negotiators
Trump: “My stance on Russia is very simple” as he explains recent actions
Russian missile attack on Kyiv kills one person and injures three others
Zelensky: Ready to run in election before war ends

იაგო ხვიჩია - პრეზიდენტის მხრიდან მხოლოდ სიტყვით მოწოდება საქართველოს მთავრობის მიმართ დაახლოებით ისეთია, მგლის თავზე რომ სახარებას კითხულობენ

ნახვები: 520 იაგო ხვიჩია - პრეზიდენტის მხრიდან მხოლოდ სიტყვით მოწოდება საქართველოს მთავრობის მიმართ დაახლოებით ისეთია, მგლის თავზე რომ სახარებას კითხულობენ

ჩემი აზრით, პრეზიდენტის მოწოდებით არ გამოსწორდება ქართული პოლიტიკური სპექტრი, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

იაგო ხვიჩიამ კომენტარი გააკეთა საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ინიციატივაზე, სადაც პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ ყველა უნდა გაერთიანდეს და მომავალ წელს ნიკო ნიკოლაძის 180 წლის იუბილე დიდი საზეიმო წელი გახდეს ევროპული საქართველოსთვის.

როგორც იაგო ხვიჩიამ აღნიშნა, პრეზიდენტის მოწოდებით არ გამოსწორდება ქართული პოლიტიკური სპექტრი.

„პრეზიდენტი ქმედებებზე უნდა გადავიდეს, უნდა, რომ რამე შეიცვალოს, მათ შორის დამოკიდებულება მის მიერ წარმოებული შერიგების პროცესის მიმართ. მხოლოდ სიტყვით მოწოდება საქართველოს მთავრობის მიმართ დაახლოებით ისეთია, მგლის თავზე რომ კითხულობენ ხოლმე სახარებას. ეფექტიანი ინსტრუმენტები უნდა აამუშას პრეზიდენტმა. მაგალითად, შეწყალების ინსტრუმენტი და პირობითად ამ პროცესში ჩართოს პოლიტიკური პარტიები, სადაც ეს ადამიანები დაახლოვდებიან მეტ-ნაკლებად, რადგან კონკრეტული ადამიანის პრობლემას შეეხება საქმე. ასეთი მილიონი სხვადასხვა ვერსიაა, როდესაც შეიძლება, საკუთარი უფლებამოსილება ეფექტიანად გამოიყენო. მხოლოდ სიტყვითი მოწოდებით და მხოლოდ სიტყვითი ავტორიტეტით, როგორც ჩანს, ამ ქვეყანაში არაფერი იცვლება“, – განაცხადა ხვიჩიამ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა