აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ ტრამპის ბრძანება დაბადებისთანავე მოქალაქეობის შეზღუდვის შესახებ ბათილად ცნო
პრეზიდენტის ადმინისტრაცია: მიხეილ ყაველაშვილი აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვის ცერემონიალს დაესწრება
კავკასია: გუშინ, დღეს, ხვალ. ექსპერტები რეგიონის ძირითად გამოწვევებსა და შესაძლებლობებზე
ირანული მედია: აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვას მიხეილ ყაველაშვილიც დაესწრება
ელისაშვილის ადვოკატი: ვიდეოკადრებით ბრალდებულის იდენტიფიცირება შეუძლებელია, ექსპერტიზა კი ზიანს დაახლოებით 150 ევროდ აფასებს
მიხეილ სააკაშვილი: ოპოზიციის დიდი ნაწილი ნაწილობრივ „ქოცებს“ დაემსგავსა და სიტყვა „დიქტატორის“ გამოყენებასაც ვეღარ ბედავს
ეკატერინე ხვედელიძე მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედას: ამ ქვეყანაში მცხოვრები ყველა ქართველი დედა თქვენი ჭირისუფალია
კახა კალაძე: მიხეილ ყაველაშვილის აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვაზე დასწრებაში ცუდს ვერაფერს ვხედავ

ოკუპირებული ახალგორისა და ჯავის მუნიციპალიტეტების მოსახლეობისთვის უკანონო შეზღუდვების ნაწილობრივ შემსუბუქებაზე სუს-ი ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს

19.08.2022 ნახვები: 564

საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) მიერ ოპერირებულ ცხელ ხაზზე მიღებული ინფორმაციის მიხედვით, ოკუპირებული ცხინვალის მიმართულებით საოკუპაციო ხაზზე გადაადგილების კუთხით დაწესებული უკანონო შეზღუდვები ნაწილობრივ შემსუბუქდება, – ამის შესახებ აღნიშნულია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, ოკუპირებული ახალგორისა და ჯავის მუნიციპალიტეტების მოსახლეობას არსებული ე.წ. გამშვები პუნქტების გამოყენებით საოკუპაციო ხაზის კვეთის შესაძლებლობა მიეცემა ყოველი თვის 20 რიცხვიდან, თვის ბოლო რიცხვის ჩათვლით.

„ცხელი ხაზით გაზიარებული ინფორმაციის თანახმად, საოკუპაციო ხაზზე გადაადგილების აღნიშნული რეჟიმი ძალაში იქნება 2022 წლის 31 დეკემბრამდე.

თავისუფალ გადაადგილებაზე დაწესებული უკანონო შეზღუდვების მოხსნა წარმოადგენდა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრების ერთ-ერთ ძირითად საგანს. ცენტრალური ხელისუფლების მიერ საკითხი მუდმივად განიხილებოდა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების შეხვედრებზე.

ოკუპირებულ ტერიტორიებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ თავისუფალ გადაადგილებაზე დაწესებული უკანონო შეზღუდვები მნიშვნელოვნად ართულებს ადგილობრივი მოსახლეობის ცხოვრებას და აზიანებს უსაფრთხოების გარემოს, აღნიშნულზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება საოკუპაციო ძალას“, – აღნიშნულია სუს-ის ინფორმაციაში.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა