Reuters: აშშ რუსული დიზელის იმპორტის დაშვებით პუტინის მოლაპარაკებების მაგიდასთან დაბრუნებას ცდილობს
Russia loses another 1,390 troops in one day in war against Ukraine
Trump comments on Russia's violation of energy truce
Merz opposes Trump's diesel deal with Putin and assures Zelensky of Germany's support
Energy truce must be respected by both sides, says Kallas
Another 11 children return to Ukrainian-controlled territory
Russian mines injure 1,739 civilians, including 178 children, since start of full-scale war
Zelensky: US has power and means to compel Russia to agree to real energy truce

მამუკა გამყრელიძე: „ქართული ოცნების“ PR საკმაოდ ჭკვიანურად და ეფექტურად მუშაობს, ოპოზიციის მხრიდან კი ისევ დილეტანტური „ბლა-ბლა-ბლა“ ისმის

ნახვები: 295 მამუკა გამყრელიძე: „ქართული ოცნების“ PR საკმაოდ ჭკვიანურად და ეფექტურად მუშაობს, ოპოზიციის მხრიდან კი ისევ დილეტანტური „ბლა-ბლა-ბლა“ ისმის

 

პოლიტიკოს მამუკა გამყრელიძის შეფასებით, „ქართული ოცნების“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სტრატეგია ეფექტურად მუშაობს, მაშინ როდესაც ოპოზიციურ ფლანგზე, მისი თქმით, ხელისუფლების საინფორმაციო გზავნილების საპასუხოდ პროფესიონალური კომუნიკაცია არ ჩანს.

გამყრელიძე ამ კონტექსტში საქართველოს მიერ 2027 წელს ეუთოს თავმჯდომარეობის სურვილსა და ევროკავშირის ქვეყნების პოზიციას ეხება.

„საკმაოდ ჭკვიანურად მუშაობს ქოცების PR. გადასარევად იცოდნენ, რომ ევროკავშირი დაბლოკავდა ეუთოში მათ თავმჯდომარეობას. ახლა ამაზე ცალკე წიოკს აწევენ, თუ როგორ ეზიზღებათ ევროკავშირში ქართველები.

ის ფეიკი კვლევაც დროულად შემოაგდეს და ოპოზიციას ათასი სისულელე ათქმევინეს.

მოკლედ, მუშაობს ქოცების PR ფრიად ეფექტურად. აქეთ მხარეს კი ისევ დილეტანტური ბლა-ბლა-ბლა ისმის“, – წერს მამუკა გამყრელიძე.

ცნობისთვის, საქართველომ 2027 წელს ეუთოს თავმჯდომარეობის სურვილი ოფიციალურად დააფიქსირა. 23 სექტემბერს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა ნიუ-იორკში ეუთოს მონაწილე ქვეყნების წარმომადგენლებს საქართველოს კანდიდატურასთან დაკავშირებით უმასპინძლა და განაცხადა, რომ ქვეყანა მზად არის ორგანიზაციის ყველა წევრთან თანამშრომლობისთვის.

ამასთან, 30 სექტემბერს გამოცემა Rapporteur-ზე დაყრდნობით გავრცელდა ინფორმაცია, რომ ევროკავშირის ქვეყნები საქართველოს კანდიდატურას მხარს არ უჭერენ. ამ ეტაპზე ეუთოს 2027 წლის თავმჯდომარეობის ოფიციალური კანდიდატი კვიპროსია, რომელსაც ევროკავშირის ქვეყნების უმრავლესობა უჭერს მხარს, თუმცა მის კანდიდატურას თურქეთი ბლოკავს. ევროკავშირის წარმომადგენელმა კრისტიან ვიგანდმა გამოცემას დაუდასტურა, რომ ევროკავშირი კვლავ კვიპროსის კანდიდატურას უჭერს მხარს და ალტერნატიულ კანდიდატურებს ამ ეტაპზე არ განიხილავს.

ეუთოში გადაწყვეტილებები კონსენსუსის საფუძველზე მიიღება, შესაბამისად, თავმჯდომარე ქვეყნის შერჩევას მონაწილე სახელმწიფოების თანხმობა სჭირდება. 2027 წლის თავმჯდომარეობის საკითხი შესაძლოა ეუთოს მინისტრთა საბჭოს 3-4 დეკემბრის შეხვედრაზე განიხილონ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა