ისრაელის პრეზიდენტი იცხაკ ჰერცოგი flydubai-ს რეისზე მომხდარი ინციდენტის დროს გამოჩენილი გმირობისთვის ოთხ პირს სამოქალაქო გმირობის საპრეზიდენტო ჯილდოზე წარადგენს. ინფორმაციას The Times of Israel-ი ავრცელებს.
ჯილდოზე წარდგენილთა შორის არის ექიმი შოთა მუსაევი, რომელმაც მძიმედ დაჭრილ კაპიტან სმიტ მაჩჩჰარს პირველადი სამედიცინო დახმარება აღმოუჩინა. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ექიმი-სტომატოლოგი შოთა მუსაევი წარმოშობით ქართველია და თელ-ავივში ჩინეთიდან ბრუნდებოდა.
„თვითმფრინავში ერთადერთი ექიმი ვიყავი და საბოლოოდ, სისხლდენის შეჩერება და არტერიული წნევის სტაბილიზება შევძელი“, – განაცხადა მუსაევმა ადგილობრივ მედიასთან ინტერვიუში.
ჰერცოგი საპრეზიდენტო ჯილდოზე ასევე წარადგენს იანივ ჰაიუნს, ცვიკა მანესსა და ასაფ რაჯუანს. გავრცელებული ინფორმაციით, ინციდენტის დროს ისინი კაბინაში შევარდნენ და გაანეიტრალეს პილოტი, რომელმაც კაპიტანი სმიტ მაჩჩჰარი დაჭრა.
შეგახსენებთ, flydubai-ს FZ1073 რეისი დუბაიდან თელ-ავივის მიმართულებით ასრულებდა ფრენას, როდესაც ბორტზე ინციდენტი მოხდა. თვითმფრინავი საბოლოოდ საუდის არაბეთში ავარიულად დაეშვა.