ტრამპი: რუსეთმა უკრაინასთან ომის გამო დიზელის საწვავის ინდუსტრიაზე კონტროლი დაკარგა
„ქართულმა ოცნებამ“ საკონსტიტუციო სასამართლოს პარტია „გახარია საქართველოსთვის“ აკრძალვის მოთხოვნითაც მიმართა
ენერგეტიკული დამოუკიდებლობა კონკრეტული პროექტებით იწყება
EU not to recognize Russian elections in occupied Ukrainian territories
Zelensky to discuss at UN General Assembly how to achieve peace through joint efforts
ზელენსკი: რუსეთმა ათ რეგიონს დაარტყა და ომის გაფართოებისთვის მზადყოფნის სიგნალებს იძლევა
ლევან ახობაძე ბრალს არ აღიარებს, ადვოკატის განცხადებით, ის საპროცესო შეთანხმების სანაცვლოდ დანაშაულის აღიარებას არ აპირებს
Russian forces attack two districts in Kyiv region

ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი - პუტინი ფიქრობდა, რომ ჩვენს შეზლონგებზე დავბრუნდებოდით, რუსეთმა სწორად ვერ შეაფასა დასავლეთის ერთიანობა

ნახვები: 704 ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი - პუტინი ფიქრობდა, რომ ჩვენს შეზლონგებზე დავბრუნდებოდით, რუსეთმა სწორად ვერ შეაფასა დასავლეთის ერთიანობა

პუტინი ფიქრობდა, რომ ჩვენს შეზლონგებზე დავბრუნდებოდით, რუსეთმა სწორად ვერ შეაფასა დასავლეთის ერთიანობა, – ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა, ბენ უოლესმა „ბიბისისთან“ ინტერვიუში განაცხადა.

უოლესის თქმით, ვლადიმერ პუტინმა არასწორი გათვლები გააკეთა დასავლეთის ერთიანობისა და უკრაინელების მხარდასაჭერად მტკიცედ დგომის თაობაზე, რომელიც ომიდან ექვსი თვის შემდეგაც კი არ გამქრალა.

„ის ოცნებობს, რომ ადრე თუ გვიან ჩვენ ყველანი დავბრუნდებით ჩვენს შეზლონგებზე, მაგრამ მარტივი რეალობა არის ის, რომ ჩვენ მიმდინარე მოვლენებში ვხედავთ პირდაპირ საფრთხეს არა მხოლოდ უკრაინისთვის, არამედ ჩვენი ღირებულებებისთვისაც. მსოფლიო ჯერ კიდევ საკმაოდ მტკიცეა და მყარად დგას“, – განაცხადა უოლესმა.

გარდა ამისა, ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრის თქმით, რუსეთის პრეზიდენტმა სწორად ვერ შეაფასა უკრაინის წინააღმდეგობის სიძლიერე, რამაც რუსეთი ამ ომში ჩიხში შეიყვანა. „ბიბისისთვის“ მიცემულ ინტერვიუში მან უარყო რუსებისთვის ვიზების გაცემის სრული აკრძალვის იდეა, თუმცა განაცხადა, რომ შესაძლოა, მათთვის ბრიტანეთში შესვლის პირობები გამკაცრდეს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა