კოტე კემულარია: ევროკავშირის ახალი სანქციები რუსეთის სამხედრო წარმოებისთვის კომპონენტების მიწოდების არხებს ზღუდავს - საკითხი საქართველოსაც ეხება
ზელენსკი: საწვავის ფასები ახლო აღმოსავლეთის ომისა და ჰორმუზის სრუტის ბლოკირების გამო იზრდება და არა უკრაინის ქმედებების შედეგად
მარტა კოსი: საქართველოს კანდიდატის სტატუსი მხოლოდ ფურცელზე არსებობს - ხელისუფლებასთან თანამშრომლობის აღსადგენად კონკრეტული ნაბიჯებია საჭირო
კაია კალასი - საქართველოზე დღეს ძალიან მოკლედ ვისაუბრებთ, მაგრამ, შევთავაზებ, რომ იანვარში საქართველოს შესახებ სიღრმისეული დისკუსია გვქონდეს
შვიდი ამერიკელი სენატორი ტრამპის გადაწყვეტილებას ეწინააღმდეგება — „აშშ-მა პუტინს ფინანსური დახმარება არ უნდა გაუწიოს“
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები დღეს ლუქსემბურგში საქართველოს საკითხსაც განიხილავენ
პოლონეთში დააკავეს პირი, რომელიც პრემიერ-მინისტრ დონალდ ტუსკსა და თავდაცვის მინისტრზე თავდასხმის დაგეგმვაშია ეჭვმიტანილი
ენდი ბერნემი: რუსეთი „ბრექსითის“ რეფერენდუმში ჩაერია და გერმანიასა და საფრანგეთშიც ცდილობს პოლიტიკურ პროცესებზე გავლენის მოხდენას

დმიტრო კულება ევროკავშირს მოუწოდებს, წევრი ქვეყნების ტერიტორიაზე რუსი ტურისტების შესვლა აკრძალოს

ნახვები: 543 დმიტრო კულება ევროკავშირს მოუწოდებს, წევრი ქვეყნების ტერიტორიაზე რუსი ტურისტების შესვლა აკრძალოს

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება ევროკავშირს მოუწოდებს, აკრძალოს წევრი ქვეყნების ტერიტორიაზე რუსი ტურისტების შესვლა, რადგან, მისივე განმარტებით, რუსეთის მოქალაქეების უმრავლესობა მხარს უჭერს ქვეყნის გენოციდურ, აგრესიულ ომს უკრაინის წინააღმდეგ.

კულებას თქმით, ნახევარი ზომების დრო წავიდა და მხოლოდ მკაცრ და თანმიმდევრულ პოლიტიკას შეუძლია შედეგის მოტანა.

„რუსი ტურისტებისთვის და სხვა კატეგორიისთვის სავიზო აკრძალვა იქნება შესაბამისი პასუხი ევროპის ცენტრში რუსეთის გენოციდურ, აგრესიულ ომზე, რომელსაც მხარს უჭერს რუსეთის მოქალაქეების დიდი ნაწილი“, – აღნიშნა დმიტრო კულებამ.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ასევე ინიციატივით გამოდის, შეიქმნას სპეციალური პროგრამა, რომელიც აღრიცხავს იმ რუს სამხედროებს, რომლებსაც უკრაინაში ომი არ სურთ.

„გადაირჩინეთ თავები და წადით. დაყარეთ იარაღი, ჩაბარდით უკრაინულ ძალებს და მიიღეთ ახალი ცხოვრების დაწყების შესაძლებლობა“, – განაცხდა კულებამ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა