საქართველო-ირანის ურთიერთობები და საგარეო-პოლიტიკური ტენდენციები: ფაქტები, მოვლენები და ღია წყაროების ანალიზი
არჩილ იაკობაშვილი - ჩინეთი საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორად მხოლოდ ევროპული პერსპექტივის შემთხვევაში განიხილავს
ურინფორმი - კრასნოდარის მხარეში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დრონებით დარტყმა განხორციელდა
Oil refinery hit in Russia's Krasnodar Krai – CCD
War update: 251 clashes on frontline over past day, heaviest fighting continues on Pokrovsk front
Air defense forces shoot down 195 Russian drones
Russian army loses 1,310 troops, two air defense systems in past 24 hours in war against Ukraine
U.S. launches new strikes against Iran

გია ვოლსკი - პროფესიონალი ადამიანი თუ სამსახურიდან პოლიტიკური შეხედულებისთვის თავისუფლდება, ეს არასწორია, ამ პირებმა სასამართლოს უნდა მიმართონ

31.08.2022 ნახვები: 615

პროფესიონალი ადამიანი თუ სამსახურიდან მხოლოდ მისი პოლიტიკური შეხედულების გამო თავისუფლდება, ეს დასაძრახია, არასწორია და ამ პირებმა სასამართლოს შესაბამისი გადაწყვეტილების მისაღებად უნდა მიმართონ, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

ვოლსკი გამოეხმაურა მამუკა მდინარაძის განცხადებას, რომლის მიხედვითაც, „წალენჯიხის „ნაცმა“ მერმა სია დაიდო, ამოარჩია „ქართული ოცნების“ მომხრეები და სამსახურიდან გაათავისუფლა“.

„არავისთვის დასამალი არ არის, რომ სახელმწიფო სისტემაში, პარლამენტსა თუ მთავრობაში ბევრი ისეთი ადამიანი მუშაობს, რომელიც თავისი პოლიტიკური გემოვნებით არ ემთხვევა მთავრობის ან უმრავლესობის პოზიციას. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ეს ადამიანი სამსახურიდან უნდა იყოს განთავისუფლებული. ეს არის ფორმულა, რომელიც ყველა დემოკრატიულ სახელმწიფოს ახასიათებს. თუ პროფესიონალი ადამიანი სამსახურიდან მხოლოდ მისი პოლიტიკური შეხედულების გამო თავისუფლდება, ეს დასაძრახია, არასწორია და ამ პირებმა სასამართლოს შესაბამისი გადაწყვეტილების მისაღებად უნდა მიმართონ. მეორე მხრივ, თუ ადამიანი თავის მოვალეობას ვერ ასრულებს, პოლიტიკური სპეკულაციები არ უნდა იყოს და ეს პოლიტიკას დააბრალოს“, – განაცხადა ვოლსკიმ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა