Reuters: აშშ რუსული დიზელის იმპორტის დაშვებით პუტინის მოლაპარაკებების მაგიდასთან დაბრუნებას ცდილობს
Russia loses another 1,390 troops in one day in war against Ukraine
Trump comments on Russia's violation of energy truce
Merz opposes Trump's diesel deal with Putin and assures Zelensky of Germany's support
Energy truce must be respected by both sides, says Kallas
Another 11 children return to Ukrainian-controlled territory
Russian mines injure 1,739 civilians, including 178 children, since start of full-scale war
Zelensky: US has power and means to compel Russia to agree to real energy truce

სანდრო რაქვიაშვილი - არ მესმის დავით არახამიას მოტივაცია, ბევრი ბრალდება მოგვისმენია, მაგრამ მტკიცებულება არ ყოფილა წარმოდგენილი, ვიდრე ეს არ მოხდება, არ ღირს ამ განცხადების სერიოზულად მიღება

ნახვები: 541 სანდრო რაქვიაშვილი - არ მესმის დავით არახამიას მოტივაცია, ბევრი ბრალდება მოგვისმენია, მაგრამ მტკიცებულება არ ყოფილა წარმოდგენილი, ვიდრე ეს არ მოხდება, არ ღირს ამ განცხადების სერიოზულად მიღება

სიმართლე გითხრათ, არ მესმის დავით არახამიას მოტივაცია, მით უმეტეს, რომ არ მესმის მიზანი რაში მდგომარეობს, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, სანდრო რაქვიაშვილმა უკრაინის რადაში ფრაქცია „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარე დავით არახამიას მიმართვაზე კომენტირებისას აღნიშნა.

დავით არახამიამ სანქციებთან დაკავშირებით ისაუბრა და აღნიშნა: „პატივცემულო ქართველებო, თუ სამწუხაროდ, თქვენ ჯერ არ გყოფნით ძალისხმევა, რომ დამოუკიდებლად მოახდინოთ დეოლიგარქიზაცია, ჩვენ დაგეხმარებით“.

როგორც სანდრო რაქვიაშვილმა განაცხადა, დავით არახამიას ბიძინა ივანიშვილის ან საქართველოს სხვა რომელიმე მოქალაქის წინააღმდეგ თუ აქვს რაიმე კონკრეტული მტკიცებულება, მაგალითად რა დაარღვიეს და ასე შემდეგ, ალბათ სჯობს, რომ ეს საჯაროდ თქვას.

„ბევრი ბრალდება მოგვისმენია, სერიოზული ბრალდებებიც, მაგრამ არანაირი მტკიცებულება არ იყო დადებული. ამიტომ ვიდრე ეს არ მოხდება, მე მგონი არ ღირს მთლად სერიოზულად ამ განცხადების მიღება და თუ მტკიცებულებები დაიდება, გავარჩევთ ამ მტკიცებულებებს“, – განაცხადა რაქვიაშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა