კოტე კემულარია: ევროკავშირის ახალი სანქციები რუსეთის სამხედრო წარმოებისთვის კომპონენტების მიწოდების არხებს ზღუდავს - საკითხი საქართველოსაც ეხება
ზელენსკი: საწვავის ფასები ახლო აღმოსავლეთის ომისა და ჰორმუზის სრუტის ბლოკირების გამო იზრდება და არა უკრაინის ქმედებების შედეგად
მარტა კოსი: საქართველოს კანდიდატის სტატუსი მხოლოდ ფურცელზე არსებობს - ხელისუფლებასთან თანამშრომლობის აღსადგენად კონკრეტული ნაბიჯებია საჭირო
კაია კალასი - საქართველოზე დღეს ძალიან მოკლედ ვისაუბრებთ, მაგრამ, შევთავაზებ, რომ იანვარში საქართველოს შესახებ სიღრმისეული დისკუსია გვქონდეს
შვიდი ამერიკელი სენატორი ტრამპის გადაწყვეტილებას ეწინააღმდეგება — „აშშ-მა პუტინს ფინანსური დახმარება არ უნდა გაუწიოს“
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები დღეს ლუქსემბურგში საქართველოს საკითხსაც განიხილავენ
პოლონეთში დააკავეს პირი, რომელიც პრემიერ-მინისტრ დონალდ ტუსკსა და თავდაცვის მინისტრზე თავდასხმის დაგეგმვაშია ეჭვმიტანილი
ენდი ბერნემი: რუსეთი „ბრექსითის“ რეფერენდუმში ჩაერია და გერმანიასა და საფრანგეთშიც ცდილობს პოლიტიკურ პროცესებზე გავლენის მოხდენას

„ნაციონალურმა მოძრაობამ“, „სტრატეგია აღმაშენებელმა“ და „ლელომ“ სახალხო დამცველის არჩევაზე „ქართული ოცნების“ მომზადებულ საკანონმდებლო ცვლილებებს მეორე მოსმენით მხარი აღარ დაუჭირეს

ნახვები: 542 „ნაციონალურმა მოძრაობამ“, „სტრატეგია აღმაშენებელმა“ და „ლელომ“ სახალხო დამცველის არჩევაზე „ქართული ოცნების“ მომზადებულ საკანონმდებლო ცვლილებებს მეორე მოსმენით მხარი აღარ დაუჭირეს

„ნაციონალურმა მოძრაობამ“, „სტრატეგია აღმაშენებელმა“ და „ლელომ“ სახალხო დამცველის არჩევის წესთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ მიერ მომზადებულ საკანონმდებლო ცვლილებებს მეორე მოსმენით მხარი აღარ დაუჭირეს.

ცვლილებები მეორე მოსმენით დღევანდელ პლენარულ სხდომაზე განიხილეს.

კანონპროექტს მხარი დაუჭირა ოპოზიციის ნაწილმა, რომელთა შორის იყვნენ ოპოზიციონერი დეპუტატები – მიხეილ დაუშვილი, ალეკო ელისაშვილი, ავთანდილ ენუქიძე, ფრიდონ ინჯია, ლევან იოსელიანი, თამარ კორძაია, ჰერმან საბო, შალვა კერესელიძე.

სამი ოპოზიციური პარტია საკუთარი გადაწყვეტილების მიზეზად იმას ასახელებს, რომ პირველი მოსმენის რეჟიმში საკუთარი წინადადებები და შენიშვნები გაახმოვანეს, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ არ გაიზიარა. სამმა ოპოზიციურმა პარტიამ კანონპროექტს პირველი მოსმენით გუშინ დაუჭირა მხარი.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა