ტრამპი: რუსეთმა უკრაინასთან ომის გამო დიზელის საწვავის ინდუსტრიაზე კონტროლი დაკარგა
„ქართულმა ოცნებამ“ საკონსტიტუციო სასამართლოს პარტია „გახარია საქართველოსთვის“ აკრძალვის მოთხოვნითაც მიმართა
ენერგეტიკული დამოუკიდებლობა კონკრეტული პროექტებით იწყება
EU not to recognize Russian elections in occupied Ukrainian territories
Zelensky to discuss at UN General Assembly how to achieve peace through joint efforts
ზელენსკი: რუსეთმა ათ რეგიონს დაარტყა და ომის გაფართოებისთვის მზადყოფნის სიგნალებს იძლევა
ლევან ახობაძე ბრალს არ აღიარებს, ადვოკატის განცხადებით, ის საპროცესო შეთანხმების სანაცვლოდ დანაშაულის აღიარებას არ აპირებს
Russian forces attack two districts in Kyiv region

„ენერგოატომი“ - ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის მუშაობა სრულად შეჩერებულია

ნახვები: 704 „ენერგოატომი“ - ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის მუშაობა სრულად შეჩერებულია

უკრაინული კომპანია „ენერგოატომის“ ინფორმაციით, ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის მუშაობა სრულად შეჩერებულია. კომპანიის ცნობით, განხორციელდა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის მე-6 ენერგობლოკის ელექტრო ქსელიდან გათიშვა და მიმდინარეობს მზადება მის გასაგრილებლად და ცივ მდგომარეობაში გადასაყვანად.

როგორც კომპანიაში აცხადებენ, ბოლო პერიოდში მე-6 ენერგობლოკი კვებავდა მხოლოდ სადგურის საჭიროებებს კრიტიკულად დაბალ სიმძლავრეზე, ვინაიდან რუსული მხარის დაბომბვების გამო დაზიანდა ყველა საკომუნიკაციო ხაზი ატომურ ელექტროსადგურსა და უკრაინის ენერგოსისტემას შორის.

ენერგოატომში“ აღნიშნავენ, რომ ამჟამად სადგურის ფუნქციონირება ხორციელდება დიზელის გენერატორებისგან მიწოდებული ენერგიით, რის გამოც საჭიროა დიზელის საწვავის დამატებითი პარტიების მიწოდება, რათა გაგრძელდეს სადგურის უსაფრთხოდ ფუნქციონირება.

ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური მიმდინარე წლის მარტიდან რუსების კონტროლის ქვეშაა, თუმცა მის ფუნქციონირებას უკრაინულ პერსონალი ახორციელებს. ბოლო პერიოდში სადგურის ტერიტორიის დაბომბვის გახშირების გამო, რაშიც ორივე მხარე ერთმანეთს სდებს ბრალს, ადგილზე გაერო-ს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო ჩავიდა და უსაფრთხოებიდან გამომდინარე, მიმდებარე ტერიტორიაზე დემილიტარიზებული ზონის შექმნა მოითხოვა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა