კოტე კემულარია: ევროკავშირის ახალი სანქციები რუსეთის სამხედრო წარმოებისთვის კომპონენტების მიწოდების არხებს ზღუდავს - საკითხი საქართველოსაც ეხება
ზელენსკი: საწვავის ფასები ახლო აღმოსავლეთის ომისა და ჰორმუზის სრუტის ბლოკირების გამო იზრდება და არა უკრაინის ქმედებების შედეგად
მარტა კოსი: საქართველოს კანდიდატის სტატუსი მხოლოდ ფურცელზე არსებობს - ხელისუფლებასთან თანამშრომლობის აღსადგენად კონკრეტული ნაბიჯებია საჭირო
კაია კალასი - საქართველოზე დღეს ძალიან მოკლედ ვისაუბრებთ, მაგრამ, შევთავაზებ, რომ იანვარში საქართველოს შესახებ სიღრმისეული დისკუსია გვქონდეს
შვიდი ამერიკელი სენატორი ტრამპის გადაწყვეტილებას ეწინააღმდეგება — „აშშ-მა პუტინს ფინანსური დახმარება არ უნდა გაუწიოს“
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები დღეს ლუქსემბურგში საქართველოს საკითხსაც განიხილავენ
პოლონეთში დააკავეს პირი, რომელიც პრემიერ-მინისტრ დონალდ ტუსკსა და თავდაცვის მინისტრზე თავდასხმის დაგეგმვაშია ეჭვმიტანილი
ენდი ბერნემი: რუსეთი „ბრექსითის“ რეფერენდუმში ჩაერია და გერმანიასა და საფრანგეთშიც ცდილობს პოლიტიკურ პროცესებზე გავლენის მოხდენას

მარეკ შჩიგელი - სამხედრო აქტივობების ინტენსივობა, განსაკუთრებით ე.წ. სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე, როგორც ჩანს, დაკლებულია, ამას პოტენციურად ვუკავშირებთ რუსეთის ზოგიერთი ნაწილის გადაყვანას უკრაინაში

ნახვები: 543 მარეკ შჩიგელი - სამხედრო აქტივობების ინტენსივობა, განსაკუთრებით ე.წ. სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე, როგორც ჩანს, დაკლებულია, ამას პოტენციურად ვუკავშირებთ რუსეთის ზოგიერთი ნაწილის გადაყვანას უკრაინაში

არსებობს ზოგიერთი ტენდენცია, რომლებიც გამოვლინდა. ჩვენი გაგებით, სამხედრო აქტივობების ინტენსივობა, განსაკუთრებით ე.წ. სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე, როგორც ჩანს, დაკლებულია. ჩვენ ამას პოტენციურად ვუკავშირებთ რუსეთის შეიარაღებული ძალების სამხედრო აქტივების ზოგიერთი ნაწილის გადაყვანას უკრაინაში, – ამის შესახებ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა მარეკ შჩიგელმა კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

შჩიგელმა უპასუხა კითხვას, „მას შემდეგ, რაც რუსეთმა წამოიწყო ომი უკრაინაში, რა შეიცვალა საქართველოში, კერძოდ, საოკუპაციო ხაზთან ახლოს და რა ცვლილებებს აკვირდებოდით რუსეთის მხრიდან“.

მარეკ შჩიგელის თქმით განაგრძობენ სიტუაციის აქტიურ მონიტორინგს, განსაკუთრებით იმ ტერიტორიებზე, რომლებზეც შეიძლება, პოტენციურად მოხდეს დაძაბულობა ან ინციდენტები.

„რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წამოწყებული აგრესიის შემდეგ ჩვენ გავააქტიურეთ ჩვენი მონიტორინგის აქტივობები, რათა შეგვძლებოდა, გამოგვევლინა ნებისმიერი სახის ნიშანი, ხომ არ უარესდება სიტუაცია. ამ დრომდე სიტუაციას ვაფასებთ, როგორც შედარებით სტაბილურს. თუმცა, მიუხედავად ყველაფრისა,ზოგადი გეოპოლიტიკური კონტექსტი ჩვენგან მოითხოვს, რომ ჩვენ შევინარჩუნოთ სიფხიზლე და მოქნილობა. სწორედ ამიტომ ვაგრძელებთ სიტუაციის აქტიურ მონიტორინგს, განსაკუთრებით იმ ტერიტორიებზე, რომელზეც შეიძლება, პოტენციურად მოხდეს დაძაბულობა ან ინციდენტები. განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევთ სამხედრო აქტივობებსა და უსაფრთხოების აქტივობებს ადმინისტრაციულ სასაზღვრო ზოლთან, ან უფრო ღრმად ამ რეგიონების შიგნით. ცხადია, არსებობს ზოგიერთი ტენდენცია, რომლებიც გამოვლინდა. ჩვენი გაგებით, სამხედრო აქტივობების ინტენსივობა, განსაკუთრებით ე.წ. სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე, როგორც ჩანს, დაკლებულია. ჩვენ ამას პოტენციურად ვუკავშირებთ რუსეთის შეიარაღებული ძალების სამხედრო აქტივების ზოგიერთი ნაწილის გადაყვანას უკრაინაში“, – განაცხადა მარეკ შჩიგელმა.

ამასთან, მარეკ შჩიგელი ამბობს, რომ იგივე შეიძლება, ითქვას აფხაზეთის შემთხვევაშიც. მისივე თქმით, რუსეთის შეიარაღებული ძალების სამხედრო წარმომადგენლობის კლება გამოიხატება წელს გამართულ უფრო ნაკლებ სამხედრო წვრთნებში.

შჩიგელის განცხადებით, ზოგადად, სადამკვირვებლო მისიას არ დაუფიქსირებია უკრაინაში ომის შედეგად ისეთი სიგნალები, რომლებიც აჩვენებდა სიტუაციის გაუარესებას ადმინისტრაციული სასაზღვრო ზოლის გასწვრივ.

„იგივე შეიძლება, ითქვას აფხაზეთის შემთხვევაშიც. რუსეთის შეიარაღებული ძალების სამხედრო წარმომადგენლობის კლება გამოიხატება წელს გამართულ უფრო ნაკლებ სამხედრო წვრთნებში. ამავე დროს, ჩვენ დავაფიქსირეთ ბორდერიზაციის აქტივობების იგივე ტემპი, როგორც ეს არის ხოლმე. ზოგიერთ შემთხვევაში დაფიქსირდა რუსი მესაზღვრეების უფრო ინტენსიური ყოფნა ადმინისტრაციულ სასაზღვრო ზოლის გასწვრივ, რასაც ჩვენ აღვიქვამთ, როგორც დემონსტრაციულს ანუ ხილვად ყოფნას. ისინი ცდილობენ, წარმოდგენილი იყვნენ ადმინისტრაციული სასაზღვრო ზოლის გასწვრივ, რათა აჩვენონ, რომ ისინი აკონტროლებენ ამ ზოლს. თუმცა, ზოგადად, ჩვენ არ დაგვიფიქსირებია უკრაინაში ომის შედეგად ისეთი სიგნალები, რომლებიც აჩვენებდა სიტუაციის გაუარესებას, მაგრამ სიტუაცია არის დინამიური და ჩვენ ასევე, ვცდილობთ შევაფასოთ, როგორი იქნება მოვლენების სამომავლო განვითარება უსაფრთხოების სიტუაციის კუთხით ადგილზე და ასევე, ვცდილობთ, დავადგინოთ უკრაინაში რუსეთის აგრესიის გრძელვადიანი შედეგები“, – აღნიშნა მარეკ შჩიგელმა.

 

 
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა