Two civilians killed and 13 wounded in Donetsk region in 24 hours from Russian shelling
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,140 over past day
NATO alone to decide on Ukraine’s membership, Canada’s FM says
Collapse of Rosneft's revenues threatens related sectors of Russia's economy – intelligence
Court sentences Russian agent who helped Russian forces advance in Pokrovsk to 15 years in prison
Turkish expert: global drone production relies on Ukraine’s experience
Zelensky announces new partner contributions under PURL mechanism
Zelensky: Ukraine ready to continue negotiations in US after American delegation’s visit to Moscow

გივი მიქანაძე - საზოგადოება კიდევ ერთხელ დარწმუნდება, რომ ოპოზიციის ნებისმიერი წინადადება ორიენტირებული იქნება მათ ვიწრო პოლიტიკურ ინტერესებზე

21.09.2022 ნახვები: 607

რაც არ უნდა წარმოადგინონ, წინასწარვე ვართ დარწმუნებულები, რომ ბევრი ისეთი საკითხი იქნება, რომელიც სცილდება კონკრეტული რეკომენდაციების ფარგლებს და მათ ვიწრო პარტიულ ინტერესებზე არის მორგებული, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გივი მიქანაძემ ოპოზიციის მიერ პარალელური სამუშაო ჯგუფების ფარგლებში მომზადებული ალტერნატიული საკანონმდებლო ინიციატივების დოკუმენტის გამოქვეყნების შესახებ დასმულ კითხვაზე განაცხადა.

მისი თქმით, მმართველ გუნდს არ აქვს მოლოდინი, რომ ოპოზიცია რამე არსებითს წარმოადგენს.

„პროცესი იმდენად დახურულად წარმართეს, ყოველგვარი გამჭირვალეობისა და ინკლუზიურობის გარეშე, კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვამბობ, რომ ეს პროცესი რადიკალურმა ოპოზიციამ განახორციელა სპეციალურად იმისთვის, რომ მთლიანი პროცესისთვის ზიანი მიეყენებინა, თუმცა ხედავენ რომ ეს ვერ გამოუვიდათ, ამიტომ ჩვენ რაიმე მოლოდინი, რომ რაიმე არსებითს, მნიშვნელოვანს წარმოადგენენ, ნამდვილად არ გვაქვს. ვნახეთ, რომ არაერთხელ დააანონსეს გარკვეული საკითხების წარდგენა და ვნახეთ, რომ ეს შემდგომში გადაიდო. მაგალითად, გუშინ უნდა ყოფილიყო კონკრეტული კანონპროექტები წარმოდგენილი, მაგრამ გადადეს დღეისთვის. არ ვართ დარწმუნებული, რომ დღესაც მოახერხებენ და რაღაცას წარმოადგენენ, თუმცა რაც არ უნდა წარმოადგინონ, წინასწარვე ვართ დარწმუნებულები, რომ ბევრი ისეთი საკითხი იქნება, რომელიც სცილდება კონკრეტული რეკომენდაციების ფარგლებს და მათ ვიწრო პარტიულ ინტერესებზე არის მორგებული. მაგალითისთვის გეტყვით, დარწმუნებული ვართ, არჩევნების საკითხებზე ექნებათ აქცენტები, ბარიერის დაწევაზე, რაზეც არც ვენეციის კომისიის და არც ეუთო/ოდირის რეკომენდაციებში მითითებები არ არის გაკეთებული. კიდევ ერთხელ დარწმუნდება საზოგადოება, რომ მათ მიერ ნებისმიერი წინადადება, რაც არ უნდა იყოს წარმოდგენილი, იქნება ორიენტირებული მათ ვიწრო პოლიტიკურ ინტერესებზე და არა ქვეყნისა და საზოგადოების ინტერესებზე. ამიტომ დიდ პერსპექტივას ჩვენ ამისას ვერ ხედავთ. თუმცა, რა თქმა უნდა, როდესაც წარადგენენ, გავეცნობით და ვნახავთ, თუ რა მოსაზრებები აქვთ. მმართველმა გუნდმა წარმართა ოპოზიციის ნაწილთან ერთად სამუშოები, რომლებთან ერთადაც დადო კონკრეტული შედეგები 12-პუნქტიანი გეგმის განსახორციელებლად, რომელიც პირველ რიგში ქვეყნის შემდგომი განვითარებისთვის არის მნიშვნელოვანი და რა თქმა უნდა, ამავდროულად ძალიან მნიშვნელოვანი არის ჩვენი ევროპული ინტეგრაციის შემდგომი ნაბიჯებისთვის“, – განაცხადა გივი მიქანაძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა