სასამართლომ 625 მილიონი დოლარისა და 35 მილიონი ევროს გათეთრების ბრალდებით დაკავებულ კახა კოტორაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა
მოსამართლე არსენ კალატოზიშვილმა ელენე ხოშტარიას 5000 ლარიანი საპატიმრო გირაო შეუფარდა
პარტიებმა, „ძლიერი საქართველო-ლელო“ და „გახარია საქართველოსთვის“ ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარეობისა და მაჟორიტარი დეპუტატობის ერთობლივი კანდიდატები წარადგინეს
ელენე ხოშტარიამ სახაზინო ადვოკატზე უარი განაცხადა და მასთან იზოლატორში მისულ უფლებადამცველს არ შეხვდა
დაკავებულია ყოფილი მოკრივე გიორგი კანდელაკი
IPN - ოლიმპიური ჩემპიონი ზურაბ ზვიადაური დააკავეს
რუსთავში დაკარგული მოზარდი გარდაცვლილი იპოვეს
საქართველოს ეროვნული ბანკი დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის საქმეზე განცხადებას ავრცელებს

„TIME“-ის წლის ადამიანი და ბეთჰოვენის ამარად დარჩენილი საქართველო

03.10.2022 ნახვები: 1097

ორიოდე თვეც და ჟურნალ „TIME“-ის წლის ადამიანის გამარჯვებულის ვინაობას გავიგებთ. დარწმუნებული ვარ, ეს პრეზიდენტი ზელენსკი იქნება - ადამიანი, რომლის ხელმძღვანელობითაც მსოფლიოს ისტორია სულ სხვა მიმართულებით შეტრიალდა.

რამდენიმე დღის წინ ჟურნალის გარეკანზე ვალერი ზალუჟნის პორტრეტიც დაიბეჭდა, უკრაინელი გენერალის, რომლის სახელიც მალე მსოფლიოს ყველაზე ცნობილი მთავარსარდლების გვერდით ჩაიწერება სამხედრო ისტორიაში.

ზალუჟნი ზელენსკის მიერ იქნა შერჩეული უკრაინის შეიარაღებული ძალების მეთაურად. შერჩეული ზუსტად იმავე კრიტერიუმებით, რომლითაც მისი გუნდის სხვა წამყვანი წევრები.

ზალუჟნის ბრძანებამ, რომლის მიხედვითაც ყველა კატეგორიის ქვედანაყოფის ოფიცრებს ნებართვა მიეცათ, ხელმძღვანელობასთან შეთანხმების გარეშე, დაუყოვნებლივ დაებრუნებინათ საპასუხო ცეცხლი რუსების შემოტევის შემთხვევაში, გადამწყვეტი როლი ითამაშა ომის დაწყების პირველ საათებში.

ამიტომ იმოქმედა უკრაინულმა თავდაცვამ ეფექტურად, სწრაფად, ყოველგვარი დაყოვნების გარეშე.

პრეზიდენტ ზელენსკის გათვლამ, რომ ზალუჟნი არაორდინალური, არასაბჭოთა აზროვნების მეთაური იქნებოდა, სრულად გაამართლა. უკრაინელი მთავარსარდალი თავისი თავისუფალი, ლაღი ტაქტიკით პირწმინდად ანადგურებს ბრძოლის ველზე არქაული აზროვნების რუსულ გენერალიტეტს, რომლისთვისაც დამოუკიდებელი აზროვნება და პირადი ინიციატივა მიუღებელი და საშიშია.

ისევე როგორც ზელენსკი, არც ზალუჟნი იყო დიდად პოპულარული ომის დაწყებამდე. უფრო მეტიც, არაერთი ჩავარდნით აღინიშნა მისი კარიერის დასაწყისი. მაგრამ, ზელენსკიც და ზალუჟნიც კრიტიკულმა სიტუაციამ ბრწყინვალე მეთაურებად აქცია სულ რამდენიმე დღეში.

მათი სიძლიერე პიროვნულ თავისუფლებაშია და ეს თავისუფლება უკრაინული ბიუროკრატიისა და კორუფციის არტახებით მანამ იყო შებოჭილი, სანამ ადრენალინის ქარიშხალმა არ დაგლიჯა. ზუსტად ისე, როგორც პირველ მსოფლიო ომში ხელმოცარული და სასაცილოდ აგდებული ჩერჩილი აქცია მეორე მსოფლიო ომმა პლანეტის ყველა დროის ერთერთ უდიდეს პოლიტიკოსად.

„TIME“ -ს სულ პირველ გარეკანზე, 1928 წლის 2 იანვარს, ჩარლზ ლინდბერგის პორტრეტი იყო; 25 წლის ამერიკელი ავიატორის, რომელმაც პირველად, სოლოდ, დაუჯდომლად იფრინა ნიუ-იორკიდან პარიზამდე. ლინდბერგი ამ გადაფრენისათვის ამერიკის და საფრანგეთის უმაღლესი სამხედრო მედლებით იქნა დაჯილდოებული და იმდროინდელი მსოფლიოს ერთერთი ყველაზე პოპულარული და გავლენიანი ადამიანიც გახდა.

მაგრამ განსაკუთრებით საინტერესოა ის ფაქტი, რომ პოლკოვნიკი ლინდბერგი ამერიკელ იზოლაციონისტთა კომიტეტის თავმჯდომარე იყო და სასტიკად ეწინააღმდეგებოდა ამერიკის ჩარევას მეორე მსოფლიო ომში.

პრეზიდენტმა რუზველტმა საჯარო გამოსვლაში მკაცრად გააკრიტიკა მფრინავი და ბოლოს ისე გაბრაზდა, რომ პოლკოვნიკის წოდებაც ჩამოართვა და შეიარაღებული ძალებიდან დაითხოვა.

ამერიკული იზოლაციონიზმის მამამთავრები არც მეტი, არც ნაკლები, თავად ჯორჯ ვაშინგტონი და თომას ჯეფერსონი იყვნენ. მათ ლოგიკას და არგუმენტაციას იყენებდა ჩარლზ ლინდბერგიც.

პერლ ჰარბორზე იაპონელების თავდასხმამ უცებ გამოაფხიზლა პოლკოვნიკი. მან პრეზიდენტ რუზველტს სთხოვა შეიარაღებულ ძალებში დაბრუნების ნებართვა, მაგრამ როგორც ჩანს პრეზიდენტს ძალიან მწარედ ახსოვდა ლინდბერგის ოპონირება და უარი უთხრა.

ჩარლზ ლინდბერგმა სამოქალაქო პილოტის რანგში იბრძოლა მეორე მსოფლიო ომში. არაერთი საბრძოლო გაფრენა განახორციელა და მტრის თვითმფრინავებიც ჩამოაგდო.

1954 წელს, პრეზიდენტმა ეიზენჰაუერმა აღადგინა ლინდბერგი შეიარაღებულ ძალებში და საბრძოლო დამსახურებებისათვის ბრიგადის გენერლადაც დააწინაურა.

ამერიკული იზოლაციონიზმი დღესაც საკმაოდ ძლიერია. გამოკითხვების მიხედვით ამერიკელთა 35 %-ს სრულიად არ აღელვებს უკრაინის ბედი. მაგრამ ...

პრეზიდენტ ზელენსკის შეუპოვრობამ, უკრაინელი სამხედროების გმირობამ ფაქტიურად პერლ ჰარბორის საპირწონედ შეძრა ამერიკა და თანადათანობით შეუქცევადი ხდება უკრაინის მხარდაჭერა.

ჩარლზ ლინდბერგივით ბევრი შეიცვლის თანდათან აზრს. ნამდვილ ამერიკელებს უყვართ გაბედული ხალხი.

- უკრაინას ეშველება, ჩვენ? - გაიფიქრებს ალბათ პატრიოტი ქართველი.

ჩვენ დღეს სხვა არაფერი შეგვიძლია, გარდა იმის გააზრებისა, თუ რამ განაპირობა ზელენსკის პლანეტარული ტრიუმფი. პრეზიდენტის ნებამ და სურვილმა, რომ თავის გუნდში შეეკრიბა ახალგაზრდა, ჭეშმარიტად განათლებული, დამოუკიდებლად მოაზროვნე, მეამბოხე ადამიანები, რომელთა ენერგია კონცენტრირდა და „აფეთქდა“ კრიტიკულ სიტუაციაში.

გადავიხედოთ საკუთარ „ბოსტანში“ და შევეცადოთ თუნდაც ერთი დამოუკიდებლად მოაზროვნე, განათლებული, თავმოყვარე, არამლიქვნელი ადამიანის მოძებნას მმართველ პოლიტიკოსთა გუნდში ... იპოვეთ? ...

ჩარლზ ლინდბერგი 25 წლის იყო, როდესაც „TIME“-ს გარეკანზე აღმოჩნდა და ყველა დროის ყველაზე ახალგაზრდა ნომინანტად დარჩა მანამ, სანამ 15 წლის გრეტამ არ ჩაანაცვლა.

ისტორიას ხანდახან უყვარს ცინიკური კაიფი. აგერ ქართველები მესამე მსოფლიო ომს „ბეთჰოვენის“ მეთაურობით შეგვატოვა ...

ამიტომ, რა გაეწყობა - მშვიდად ვუსმინოთ მეცხრე სიმფონიას.

ავტორი: ზურაბ გურული

ნეიშენ ჯორჯია

 

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა