ევროკომისარი: დღეს ევროკავშირის გაფართოებისთვის „სუპერ სამშაბათია“ – უკრაინასთან და მოლდოვასთან მოლაპარაკებების მე-6 კლასტერს ვხსნით
War update: 244 clashes along front line over past day, Pokrovsk sector sees fiercest fighting
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,120 over past day
Trump ready to back Russia sanctions championed by Senator Graham – CNN
Russian oil refining falls to 21-year low after Ukrainian drone strikes – Bloomberg
Russian air defense units in Crimea facing severe fuel shortages – Atesh
Ukraine receives new F-16 mobile simulators
Zelensky: Ukraine needs 300 Patriot missiles to defend this winter

შალვა პაპუაშვილი - სპეციალური საგამოძიებო სამსახურის დამოუკიდებლად არსებობა ჩვენი მოქალაქეების უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებას ემსახურება

06.10.2022 ნახვები: 528

მინდა, წარმატება ვუსურვო სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, დავუდასტურო პარლამენტის გვერდში დგომა მის ინსტიტუციურ გაძლიერებაში. ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, ამ სამსახურმა აჩვენოს წარმატება, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ გაწეული საქმიანობისა და სამომავლო გეგმების პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„მნიშვნელოვანია, რომ წარმატებული იყოს ეს სამსახური და გადაილახოს ის სკეპტიციზმი, რომელიც არსებობდა დასაწყისში და შეიძლება, ჯერ კიდევ არის შემორჩენილი; დარწმუნდეს მთლიანად ჩვენი საზოგადოება, რომ ასეთი ინსტიტუციის ცალკე, დამოუკიდებლად არსებობა მხოლოდ საქმეს წაადგება და საბოლოო ჯამში, ისევ ჩვენი მოქალაქეების უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებას ემსახურება“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარემ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. მისი თქმით, სამსახურის როლი ადამიანის უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესების მიმართულებით ძალიან დიდია. შალვა პაპუაშვილმა სამსახურის ინსტიტუციური გაძლიერების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. მისი თქმით, ამ მიმართულებით პარლამენტში მიდის მუშაობა და არის იდეები, თუ როგორ შეიძლება, მოხდეს როგორც სპეციალური საგამოძიებო, ისე პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის ინსტიტუციური გაძლიერება.

„დამოუკიდებელი საგამოძიებო სამსახურის არსებობა გახლავთ ასევე ასოცირების შეთანხმების ნაწილიც და სწორედ ამითაც იყო განპირობებული ზოგადად ამ მიმართულების დამოუკიდებლად გამოყოფა. 12 რეკომენდაციიდან ასევე ერთ-ერთია, რომ გაძლიერდეს სპეციალური საგამოძიებო სამსახურის საქმიანობა. ამ მიმართულებით პარლამენტში მიდის მუშაობა და არის იდეები, თუ როგორ შეიძლება, მოხდეს ამ სამსახურის ინსტიტუციური გაძლიერება, ისე, როგორც პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის. როდესაც განხორციელდა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის რეფორმა და მოხდა გაყოფა სპეციალური საგამოძიებო და მონაცემთა დაცვის სამსახურებად, ამან გვაჩვენა, რომ ეს რეფორმა იყო წარმატებული. გვახსოვს, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით იყო დისკუსია სხვადასხვა მხრიდან, მაგრამ როდესაც ვნახეთ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის ანგარიში, ამ ანგარიშმა ჩვენ გვაჩვენა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია, როდესაც კონცენტრირებულად მუშაობს სამსახური ამ მიმართულებით. ჩვენ ვხედავთ, რომ კონცენტრირებულად არის მომართული სამსახური გარკვეული მიმართულებით. ამანაც საბოლოო ჯამში გვაჩვენა, რომ ეს რეფორმა, ერთი მხრივ, იყო საჭირო და მეორე მხრივ, არის წარმატებული“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა