გარემოს ეროვნული სააგენტო: თბილისში 8 საათში ივლისის თვის ნორმაზე 2.5-ჯერ მეტი ნალექი მოვიდა
ნესტან კუტივაძე: წიგნი სიყვარულის უფლებასა და პიროვნულ პასუხისმგებლობაზე - „ის აქ არის - ანგელოზის კაშკაშა ღამე“
არჩილ იაკობაშვილი - აგვისტო-სექტემბერში რუსეთში ამბავი დატრიალდება
2026 წლის პირველ ნახევარში ჯარიმებიდან ბიუჯეტში შესული თანხა 70%-ზე მეტით გაიზარდა
ელენე ხოშტარია: ყოველ დილით ხალხი უნდა ხედავდეს ერთიან ოპოზიციას და არა ცალ-ცალკე პარტიებს
თბილისის მერია - რეაბილიტაციის პერიოდში რუსთაველის გამზირზე ტრანსპორტის გადაადგილება ოთხი თვის განმავლობაში შეიზღუდება
რუისპირში ქორწილში მომხდარი ინციდენტის საქმეზე დაკავებული გიორგი ჭიღლაძე სასამართლომ 5000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“: ქვეყანაში ამჟამად 90 პოლიტიკური პატიმარია

სოსო თოფურიძე - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ელოდოს ჩემგან ბადის ტყორცნას, დაპირისპირება მიღებულია, ვინ ვის მართავს, საზოგადოება მალე გაიგებს

07.10.2022 ნახვები: 519

კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსანი სოსო თოფურიძე „ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაკავშირებით სოციალურ ქსელში კიდევ ერთ განცხადებას აქვეყნებს.

„პატივცემულო საზოგადოებავ, მოგმართავთ თქვენ, რომ გაიგოს „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“. ეს გახლავთ ნომერ პირველი ოპოზიციური ძალა და ძლიერი პოლიტიკოსები ?! გუშინ ეს რა ცირკი, რა მარაზმი მოაწყეს! მე ჩემს ფეისბუქ გვერდზე დავწერე ის, რაც დავწერე! არც პრესკონფერენცია მომიწყვია, არც ინტერვიუ მიმიცია ჟურნალისტებისთვის და არც კონკრეტული გვარები დამისახელებია, გარდა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ვისზეც, უდავოდ, სამწუხაროდ, ბევრი პოლიტიკოსი, თუ საზოგადოების რიგითი წევრი გამოთქვამს ღიად თუ დაფარულად უკმაყოფილებას!

„ნაციონალური მოძრაობა“ ჩემ მიერ ფეისბუქში დაწერილ ინფორმაციაზე ან უნდა გაჩუმებულიყო, ან პარტიის სხდომას თუ აწყობდნენ, დამამტკიცებელი დოკუმენტაცია წარედგინათ საზოგადოებისთვის და წყნარად დაემტკიცებინათ, რომ გავრცელებული ინფორმაცია მცდარია! ნაცვლად სიმართლისა, წარმოუდგენელი ისტერიკა მოაწყეს და სულ უფრო მეტი დაბნეულობა შემოიტანეს საზოგადოებაში! გამოცდილმა პოლიტიკოსმა, ბატონ რომან გოცირიძემ კარგად აღნიშნა, რომ ხომ შეიძლება მე მცდარი ინფორმაცია დამეწერა ფეისბუქში? დეპუტატების არაფრისმთქმელი, უაზრო ისტერიკა რა საჭირო იყო?! ჩემს გადაგდებულ ანკესზე ჯერ პარტიის თავმჯდომარე წამოეგო და შემდეგ რამოდენიმე პოლიტიკოსი! კი ბატონო!„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ელოდოს ჩემგან ბადის ტყორცნას! დაპირისპირება მიღებულია! ვინ ვის მართავს, საზოგადოება მალე გაიგებს!“, – წერს სოსო თოფურიძე.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა