კოტე კემულარია: ევროკავშირის ახალი სანქციები რუსეთის სამხედრო წარმოებისთვის კომპონენტების მიწოდების არხებს ზღუდავს - საკითხი საქართველოსაც ეხება
ზელენსკი: საწვავის ფასები ახლო აღმოსავლეთის ომისა და ჰორმუზის სრუტის ბლოკირების გამო იზრდება და არა უკრაინის ქმედებების შედეგად
მარტა კოსი: საქართველოს კანდიდატის სტატუსი მხოლოდ ფურცელზე არსებობს - ხელისუფლებასთან თანამშრომლობის აღსადგენად კონკრეტული ნაბიჯებია საჭირო
კაია კალასი - საქართველოზე დღეს ძალიან მოკლედ ვისაუბრებთ, მაგრამ, შევთავაზებ, რომ იანვარში საქართველოს შესახებ სიღრმისეული დისკუსია გვქონდეს
შვიდი ამერიკელი სენატორი ტრამპის გადაწყვეტილებას ეწინააღმდეგება — „აშშ-მა პუტინს ფინანსური დახმარება არ უნდა გაუწიოს“
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები დღეს ლუქსემბურგში საქართველოს საკითხსაც განიხილავენ
პოლონეთში დააკავეს პირი, რომელიც პრემიერ-მინისტრ დონალდ ტუსკსა და თავდაცვის მინისტრზე თავდასხმის დაგეგმვაშია ეჭვმიტანილი
ენდი ბერნემი: რუსეთი „ბრექსითის“ რეფერენდუმში ჩაერია და გერმანიასა და საფრანგეთშიც ცდილობს პოლიტიკურ პროცესებზე გავლენის მოხდენას

კახა კალაძე - „ნაციონალურ მოძრაობაში“ ერთმანეთს კომპრომატებით ემუქრებიან, თავად გაერკვიონ და დალაგდნენ, მე არც სურვილი და დრო მაქვს, ვარკვიო, რა გადალაგება იქნება პარტიაში

ნახვები: 543 კახა კალაძე - „ნაციონალურ მოძრაობაში“ ერთმანეთს კომპრომატებით ემუქრებიან, თავად გაერკვიონ და დალაგდნენ, მე არც სურვილი და დრო მაქვს, ვარკვიო, რა გადალაგება იქნება პარტიაში

გამიჭირდება საუბარი „ნაციონალური მოძრაობის“ შიდაპარტიულ დაპირისპირებაზე, თუმცა ცხადია, დაპირისპირებაზე უკვე ღიად საუბრობენ, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ განაცხადა.

კახა კალაძემ კომენტარი გააკეთა კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსნის, სოსო თოფურიძის „ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაკავშირებით გავრცელებულ განცხადებაზე.

კახა კალაძის თქმით, „ნაციონალურ მოძრაობაში“ ერთმანეთს კომპრომატებით ემუქრებიან.

„გამიჭირდება საუბარი „ნაციონალური მოძრაობის“ შიდაპარტიულ დაპირისპირებაზე, თუმცა ცხადია, ეს დაპირისპირება არსებობს და ამაზე უკვე ღიად საუბრობენ. ერთმანეთს კომპრომატებით ემუქრებიან. ასე რომ, თვითონ გაერკვიონ და დალაგდნენ. მე არც სურვილი და დრო მაქვს, ვარკვიო, როგორ და რა გადალაგება იქნება „ნაციონალურ მოძრაობაში“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა