თურქეთი, საქართველო და აზერბაიჯანი სატრანზიტო პროცედურების გამარტივებასა და საზღვრებზე ლოდინის დროის შემცირებაზე მუშაობენ
28 სექტემბრიდან საქართველოში ამინდი გაუარესდება, მოსალოდნელია ძლიერი ნალექი, სეტყვა და შტორმი
პეტრე ცისკარიშვილი 1-ელ ოქტომბერს რიყის პარკში აქციას აანონსებს და მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას მოითხოვს
მიხეილ სააკაშვილი: ვერ დაგვაჩმორებენ, არ დავჩმორდებით, ჩვენ არ ვართ ჩმორები!
WSJ: Russia offers USD 20 M reward for information on Magyar's whereabouts
Biletsky: 3rd Army Corps liberates Nove, Ridkodub and Katerynivka in Operation “Vivaldi”
War update: 229 combat clashes on front lines in past 24 hours
Russia's war casualty toll in Ukraine up by over 2,000 over past day

ევროკავშირის ელჩები შეთანხმდნენ, რომ საქართველოსა და უკრაინის სეპარატისტულ რეგიონებში გაცემული რუსული პასპორტები ვიზისთვის და შენგენის ზონის საზღვრების გადასაკვეთად არ იყოს მიღებული

ნახვები: 609 ევროკავშირის ელჩები შეთანხმდნენ, რომ საქართველოსა და უკრაინის სეპარატისტულ რეგიონებში გაცემული რუსული პასპორტები ვიზისთვის და შენგენის ზონის საზღვრების გადასაკვეთად არ იყოს მიღებული

ევროკავშირის ელჩები საქართველოს და უკრაინის სეპარატისტულ რეგიონებში გაცემული რუსული სამოგზაურო დოკუმენტების მიუღებლობაზე შეთანხმდნენ.

ევროკავშირის ინფორმაციით, დიპლომატები შეთანხმდნენ ევროპარლამენტთან მოლაპარაკებების მანდატზე, რაც არის პასუხი რუსეთის გაუმართლებელ სამხედრო აგრესიაზე უკრაინის წინააღმდეგ და რუსეთის ცალმხრივ გადაწყვეტილებაზე საქართველოს ტერიტორიების, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებასთან დაკავშირებით.

გადაწყვეტილების მიხედვით, რუსეთის მიერ ოკუპირებულ რეგიონებში, უკრაინაში ან საქართველოს სეპარატისტულ ტერიტორიებზე გაცემული რუსული სამგზავრო დოკუმენტები არ მიიღება ვიზის მისაღებად ან შენგენის ზონის საზღვრების გადაკვეთისთვის.

„უკრაინის რეგიონების უკანონო ანექსიით რუსეთმა კიდევ ერთხელ აჩვენა თავისი აშკარა უგულებელყოფა წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის მიმართ. ჩვენ არასოდეს ვაღიარებთ უკრაინისა და საქართველოს ფუნდამენტური უფლებების დარღვევას დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის შესახებ. ევროკავშირი ერთიანად და მტკიცედ დგას ორივე ქვეყნისა და მათი ხალხის გვერდით“, – აღნიშნულია ევროკავშირის განცხადებაში.

ევროკავშირის განცხადების მიხედვით, ამ რეგიონებში გაცემული რუსული სამგზავრო დოკუმენტები უკვე არ არის აღიარებული ან არაღიარების პროცესშია ევროკავშირის წევრი ქვეყნების მიერ. ეს გადაწყვეტილება მიზნად ისახავს საერთო მიდგომის ჩამოყალიბებას, გარესაზღვრის გამართული ფუნქციონირებისა და საერთო სავიზო პოლიტიკის უზრუნველყოფას და ევროკავშირის წევრი ქვეყნების უსაფრთხოების დაცვას.

ამ მანდატის საფუძველზე ევროკავშირის პრეზიდენტი ქვეყანა მზადაა ევროპარლამენტთან დისკუსიების დასაწყებად.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა