ირაკლი ღარიბაშვილის საქმის განხილვა ღია რეჟიმში ჩატარდება – სასამართლომ პროკურატურის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა
რომან გოცირიძე: ციფრული ფული გარდაუვალი განვითარებაა, თუმცა სახელმწიფოს მოქალაქეთა ფინანსებზე კონტროლის დამატებით ბერკეტებსაც აძლევს
ჟურნალისტ ვახო სანაიას სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული სამი პოსტის გამო 30-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა
Ukraine reports 204 frontline clashes in past 24 hours, with heaviest fighting in Pokrovsk and Kostiantynivka sectors
Zelensky: Ready to meet with U.S. negotiators
Trump: “My stance on Russia is very simple” as he explains recent actions
Russian missile attack on Kyiv kills one person and injures three others
Zelensky: Ready to run in election before war ends

მევლუთ ჩავუშოღლუ ილია დარჩიაშვილს თურქეთში, მაღაროში ტრაგედიის გამო გამოხატული თანადგომისთვის მადლობას უხდის

ნახვები: 520 მევლუთ ჩავუშოღლუ ილია დარჩიაშვილს თურქეთში, მაღაროში ტრაგედიის გამო გამოხატული თანადგომისთვის მადლობას უხდის

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მევლუთ ჩავუშოღლუ, ქართველ კოლეგა ილია დარჩიაშვილს თურქეთის ბართინის პროვინიციაში, ქვანახშირის მაღაროში დატრიალებული ტრაგედიის გამო გამოხატული თანადგომისთვის მადლობას უხდის.

ამის შესახებ თურქეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა საკუთარ „ტვიტერის” გვერდზე დაწერა, სადაც კოლეგის მიერ გამოხატულ სამძიმარს გამოეხმაურა.

„ძვირფასო ილია, მადლობა თანაგრძნობისა და მწუხარების გაზიარებისთვის”, – წერს მევლუთ ჩავუშოღლუ.

მანამდე, თურქეთის მაღაროში მომხდარ ტრაგიკულ შემთხვევას „ტვიტერის“ ოფიციალურ გვერდზე გამოეხმაურა საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი.

„ძალიან დამწუხრებული ვარ  თურქეთის ბართინის პროვინციაში ქვანახშირის მაღაროში მომხდარი ფატალური შემთხვევის გამო. ჩემი ფიქრებით ამ ტრაგედიის შედეგად დაღუპულთა და დაზარალებულთა გვერდით ვდგავარ. თურქეთის მთავრობასა და თურქ ხალხს ამ მძიმე პერიოდის გადალახვაში გამძლეობას ვუსურვებ“, – წერს ილია დარჩიაშვილი.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა