თურქეთი, საქართველო და აზერბაიჯანი სატრანზიტო პროცედურების გამარტივებასა და საზღვრებზე ლოდინის დროის შემცირებაზე მუშაობენ
28 სექტემბრიდან საქართველოში ამინდი გაუარესდება, მოსალოდნელია ძლიერი ნალექი, სეტყვა და შტორმი
პეტრე ცისკარიშვილი 1-ელ ოქტომბერს რიყის პარკში აქციას აანონსებს და მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას მოითხოვს
მიხეილ სააკაშვილი: ვერ დაგვაჩმორებენ, არ დავჩმორდებით, ჩვენ არ ვართ ჩმორები!
WSJ: Russia offers USD 20 M reward for information on Magyar's whereabouts
Biletsky: 3rd Army Corps liberates Nove, Ridkodub and Katerynivka in Operation “Vivaldi”
War update: 229 combat clashes on front lines in past 24 hours
Russia's war casualty toll in Ukraine up by over 2,000 over past day

ანდრეი ერმაკი :რუსეთთან მოლაპარაკებები არ იქნება

ნახვები: 610 ანდრეი ერმაკი :რუსეთთან მოლაპარაკებები არ იქნება

რუსეთთან მოლაპარაკებები არ იქნება და ის აუცილებლად იზოლირებული აღმოჩნდება


, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსმა, ანდრეი ერმაკმა განაცხადა.

მისი თქმით, „ბინძური რუსული შანტაჟი ძალიან პრიმიტიულად გამოიყურება".

"ბინძური მანიპულაციები ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურთან, კახოვკის ჰიდროელექტროსადგურთან დაკავშირებული ბინძური დაშინება, ბინძური ტერორისტული თავდასხმა უკრაინელ სამხედრო ტყვეებზე ოლენივკაში, ასევე ბინძური ომი მშვიდობიან მოსახლეობასთან და ტერორი ბრძოლის ველზე მარცხის შემდეგ, ბინძური სახელმწიფო, სახელად რუსეთი“, - განაცხადა ერმაკმა.

მისი თქმით, დიდი ხანია რუსეთის არავის ეშინია, რადგან ისინი სუსტი, მხდალები არიან და ოცნებობენ მოლაპარაკებებზე, რათა შეაჩერონ თავიანთი კოლაფსი.

"ამას მთელი მსოფლიო ხედავს. მოლაპარაკებები არ იქნება და ყველაფერი ბინძური რუსეთთან ერთად იზოლირებული დარჩება, რომელშიც ის აუცილებლად აღმოჩნდება", - აღნიშნა პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა.

შეგახსენებთ, რუსეთის თავდაცვის მინისტრმა აშშ-ის, გაერთიანებული სამეფოს, საფრანგეთისა და თურქეთის თავდაცვის მინისტრებთან სატელეფონო საუბარში განაცხადა, რომ უკრაინა „ბინძური ბომბის“ საკუთარ ტერიტორიაზე გამოყენებით პროვოკაციას გეგმავს. უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის შეფასებით, სერგეი შოიგუს ეს განცხადება მიანიშნებს იმაზე, რომ რუსეთმა უკვე მოამზადა ყველაფერი, ამიტომ მსოფლიომ რაც შეიძლება მკაცრად უნდა უპასუხოს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა