გარემოს ეროვნული სააგენტო: თბილისში 8 საათში ივლისის თვის ნორმაზე 2.5-ჯერ მეტი ნალექი მოვიდა
ნესტან კუტივაძე: წიგნი სიყვარულის უფლებასა და პიროვნულ პასუხისმგებლობაზე - „ის აქ არის - ანგელოზის კაშკაშა ღამე“
არჩილ იაკობაშვილი - აგვისტო-სექტემბერში რუსეთში ამბავი დატრიალდება
2026 წლის პირველ ნახევარში ჯარიმებიდან ბიუჯეტში შესული თანხა 70%-ზე მეტით გაიზარდა
ელენე ხოშტარია: ყოველ დილით ხალხი უნდა ხედავდეს ერთიან ოპოზიციას და არა ცალ-ცალკე პარტიებს
თბილისის მერია - რეაბილიტაციის პერიოდში რუსთაველის გამზირზე ტრანსპორტის გადაადგილება ოთხი თვის განმავლობაში შეიზღუდება
რუისპირში ქორწილში მომხდარი ინციდენტის საქმეზე დაკავებული გიორგი ჭიღლაძე სასამართლომ 5000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“: ქვეყანაში ამჟამად 90 პოლიტიკური პატიმარია

ნინო დოლიძე - მმართველი პარტიის შემომწირველები შემდგომში ტენდერებში იმარჯვებენ, ასევე, ისინი ზეწოლაზე საუბრობენ, არის შემთხვევები, როცა კოორდინატორები „ხელზე“ იღებენ ანაზღაურებას - ამ ყველაფერს გამოძიება სჭირდება

31.10.2022 ნახვები: 519

„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ აღმასრულებელი დირექტორის, ნინო დოლიძის განცხადებით, საარჩევნო პერიოდში რამდენიმე პრობლემა იკვეთება, მათ შორის ეს არის არათანაბარი პირობები, არათანაბარი ფინანსური რესურსები და დაფინანსების გაუმჭვირვალობა.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ძალიან მნიშვნელოვანია თანასწორი გარემო იმისთვის, რომ პოლიტიკურმა პარტიებმა მოახერხონ კამპანიის სათანადოდ წარმოება.

„რამდენიმე პრობლემაზე ვსაუბრობთ, რომელიც საარჩევნო პერიოდში იკვეთება. პირველი, ეს არის არათანაბარი ფინანსური რესურსები მმართველ პარტიასა და ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებს შორის. გასული წლის არჩევნებს თუ შევხედავთ, ვნახავთ, რომ მმართველი პარტიის ჯამური თანხა აღემატებოდა სხვა ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების თანხას ერთობლივად. ასევე, ყოფილა შემთხვევები, როდესაც შემომწირველები საუბრობენ, რომ ზეწოლა ხორციელდებოდა მათზე. ასევე იყო შემთხვევა, როცა საუბრობდნენ, რომ მმართველი პარტიის შემომწირველები შემდგომში არიან მმართველი პარტიიდან ტენდერებში გამარჯვებული ადამიანები. ამ ყველაფერს სჭირდება გამოძიება იმისთვის, რომ ეს ყველაფერი დამტკიცდეს. აუდიტის სამსახური ცდილობს ამ გამოწვევებთან დაკავშირებით იმუშაოს, თუმცა რესურსისა და შესაბამისი მანდატის არქონა განსაზღვრავს იმას, რომ ისინი ვერ ახერხებენ სიღრმეებში წასვლას, რადგან ეს გამოძიებასთან არის დაკავშირებული. ასევე, ერთი პრობლემა, რომელზეც ჩვენ მუდმივად ვსაუბრობთ, არის ის, რომ იმ ადამიანების ანაზღაურება, რომლებიც კოორდინატორებად არიან ჩართული, ხშირად არის „ხელზე“, ესეც აჩენს იმის რისკებს, რომ ბოლომდე არ იყოს დეკლარირებული ის თანხები, რომელსაც პარტიები კოორდინატორებზე გასცემენ“, - განაცხადა დოლიძემ.

მისი თქმით, პრობლემატურია ასევე, საარჩევნოდ რეკლამების განთავსება სოციალურ ქსელში.

„პრობლემად რჩება არაოფიციალური ნაწილი, როდესაც ანონიმური გვერდები, რომლებიც პოლიტიკური პარტიების სასარგებლოდ ფუნქციონირებენ, სათანადოდ არ ადეკლარირებენ იმ თანხებს, რომელსაც ხარჯავენ“, - განაცხადა დოლიძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა