თურქეთი, საქართველო და აზერბაიჯანი სატრანზიტო პროცედურების გამარტივებასა და საზღვრებზე ლოდინის დროის შემცირებაზე მუშაობენ
28 სექტემბრიდან საქართველოში ამინდი გაუარესდება, მოსალოდნელია ძლიერი ნალექი, სეტყვა და შტორმი
პეტრე ცისკარიშვილი 1-ელ ოქტომბერს რიყის პარკში აქციას აანონსებს და მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას მოითხოვს
მიხეილ სააკაშვილი: ვერ დაგვაჩმორებენ, არ დავჩმორდებით, ჩვენ არ ვართ ჩმორები!
WSJ: Russia offers USD 20 M reward for information on Magyar's whereabouts
Biletsky: 3rd Army Corps liberates Nove, Ridkodub and Katerynivka in Operation “Vivaldi”
War update: 229 combat clashes on front lines in past 24 hours
Russia's war casualty toll in Ukraine up by over 2,000 over past day

მირცხულავა:ანაკლიას ხაზარაძე ჩამოაშორეთ და სამი წლის განმავლობაში 50 მილიონის მოძიება რა გახდა?!

ნახვები: 609 მირცხულავა:ანაკლიას ხაზარაძე ჩამოაშორეთ და სამი წლის განმავლობაში 50 მილიონის მოძიება რა გახდა?!

„ბატონო ბიძინა, საქართველოს მთავრობა, სამი წელიწადია მოქალაქე მამუკა ხაზარაძე ჩამოშორებულა (ჩამოაშორეთ) ანაკლიის საკითხს. სამი წლის განმავლობაში 50 მილიონის მოძიება რა გახდა, რომ გაგრძელებულიყო მშენებლობა?

ბატონო ბიძინა, თქვენი სტიპენდია-პენსიებით, რომელსაც დეგრადირებულ - სხვას ვერაფერს დავარქმევ - ინტელიგენციას უხდით და ამით რიგით მოქალაქეზე ზემოთ აყენებთ მათ, რა სარგებელს იღებთ?“,-ამის შესახებ ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა სოციალურ ქსელში წერს.

 

მირცხულავა, ანაკლიის პროექტის საჭიროებას უსვამს ხაზს  და ხელისუფლებისგან პასუხს მოითხოვს.

 

„ამ ქვეყანაში ორი ფინანსურად უზრუნველყოფილი სუბიექტია - სახელმწიფო და ბიძინა ივანიშვილი. რადგან სახელმწიფოს მართავს მთავრობა, კითხვა ასე უნდა ჩამოვაყალიბო: ბატონო ბიძინა, საქართველოს მთავრობა, სამი წელიწადია მოქალაქე მამუკა ხაზარაძე ჩამოშორებულა (ჩამოაშორეთ) ანაკლიის საკითხს. სამი წლის განმავლობაში 50 მილიონის მოძიება რა გახდა, რომ გაგრძელებულიყო მშენებლობა?

ბატონო ბიძინა, თქვენი სტიპენდია-პენსიებით, რომელსაც დეგრადირებულ - სხვას ვერაფერს დავარქმევ - ინტელიგენციას უხდით და ამით რიგით მოქალაქეზე ზემოთ აყენებთ მათ, რა სარგებელს იღებთ?

ანაკლიისგან ხომ სარგებელს მთელი სახელმწიფო - ის რიგითი მოქალაქეებიც მიიღებდნენ, რომლებსაც უპირატესად არ მიიჩნევთ და მხოლოდ საარჩევნოდ, გამარჯვების ინსტრუმენტად განიხილავთ. უფრო არ დაგაფასებდნენ? აი, კოვიდისთვის ხომ მოძებნეთ ასი მილიონი, მაგრამ იქაც მადლმოუყრელი საქმე გამოვიდა - ეკლესიამ კოვიდი ფეხებზე გვკიდიაო და ზარდა და ზარდა კლასტერები, შემდეგ კარფურს დააბრალა - რიგები თუ არის მანდ არისო. მერეც მოგეძიებინათ რამე - გადანახული რეზერვებიდან, ფონდებიდან. თუმცა ფული თქვენია და ეგეც გასაგებია, ვისაც გინდათ იმას მისცემთ - "კოორდინატორი ჟუჟუნა ბიცოლა" სადაც არის, მანდ სახელმწიფო რა სახსენებელია.

აი, საქართველოს მთავრობა ცალკე გაუგებრობაა - პრემიერი ღარიბაშვილი როგორც მახსოვს კარგად იცნობდა ქარჩავას - ფაუერ ჩაინას ლობისტს. იქნებ მანდ გეჩალიჩათ, ან სხვა ინვესტორი მოგეძიებინათ. ბოლო-ბოლო, პორტი ხომ 49 წლის შემდეგ ხელისუფლებას გადაეცემა და თუნდაც ამ მიზეზით, ბიუჯეტიდან გამოგეყოთ თანხა, მით უფრო ორნიშნა ეკონომიკური წინსვლის პირობებში.

ახლა რომ ანაკლიის საჭიროებაა საჭიროებაც ეგეთი უნდა. მაგრამ არა - არ გძრავთ ეს საკითხი - რატომ?

მე კი ვიცი რატომაც, თქვენ პასუხის გამცემი არ ხართ. იცით, იმ ავადსახსენებელი ბერიას აშენებულია ნახევარი თბილისი და მტკვრის სანაპირო. დატოვეთ რაღაც ხელმოსაჭიდი, ისეთი თუნდაც ასი წლის მერე რომელიმე მირცხულავას, ან გითოლენდიას, სულაც სამჭკუაშვილს რომ გაახსენდებით. დატოვეთ რაღაც სიაფანდი ოცნების, დახვრეტილი და გაუპატიურებული პერსპექტივის, შანსისა და იმედის გარდა.

ისე, ძალიან მიკვირს, რაც გახარიამ ანაკლიის ჩაშლისთვის გააკეთა, სამეგრელო თუნდაც ერთ ხმას რომ აძლევს...“,-წერს მირცხულავა

 

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა