ირაკლი ღარიბაშვილის საქმის განხილვა ღია რეჟიმში ჩატარდება – სასამართლომ პროკურატურის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა
რომან გოცირიძე: ციფრული ფული გარდაუვალი განვითარებაა, თუმცა სახელმწიფოს მოქალაქეთა ფინანსებზე კონტროლის დამატებით ბერკეტებსაც აძლევს
ჟურნალისტ ვახო სანაიას სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული სამი პოსტის გამო 30-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა
Ukraine reports 204 frontline clashes in past 24 hours, with heaviest fighting in Pokrovsk and Kostiantynivka sectors
Zelensky: Ready to meet with U.S. negotiators
Trump: “My stance on Russia is very simple” as he explains recent actions
Russian missile attack on Kyiv kills one person and injures three others
Zelensky: Ready to run in election before war ends

პაატა მანჯგალაძე - ევროპელებმა კარი გაგვიღეს, მაგრამ ამ კარში ჩაწვნენ კობახიძე, ღარიბაშვილი, ივანიშვილი

ნახვები: 520 პაატა მანჯგალაძე - ევროპელებმა კარი გაგვიღეს, მაგრამ ამ კარში ჩაწვნენ კობახიძე, ღარიბაშვილი, ივანიშვილი

ევროპელებმა გაგვიღეს კარი, მაგრამ ამ კარში ჩაწვნენ კობახიძე, ღარიბაშვილი და ივანიშვილი - ანგარიშში შეტანილი შესწორებები არის არა რომელიმე ევროპული ჯგუფის, არამედ საერთო ევროპული პოზიცია, ამით დადასტურდა, რომ "ქართული ოცნება" არც ევროპის სოციალისტური ოჯახის წევრი არ არის, "ედინაია რასიას" ოჯახის წევრია, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

მისი თქმით, "ქართული ოცნება" ბუტაფორიულ ცვლილებებს ახორციელებს და როცა ამის გამო ქვეყანა უარყოფით შეფასებას მიიღებს, „ქუჩაში ქუდზე კაცი" უნდა გამოვიდეს, რადგან მიუხედავად ევროპელი პარტნიორების მოწოდებებისა, "ქართული ოცნება" "იმდენს გაბედავს, რამდენსაც გავაბედინებთ“.

"ქართული ოცნება" ანგარიშვალდებულია არა ხალხის, არამედ ბიძინა ივანიშვილის წინაზე, ვერ ნახავთ "ქართული ოცნების" ვერც ერთ ლიდერს, რომელიც ჯერ მანტრას არ აღავლენს ივანიშვილის წინაშე და მხოლოდ ამის შემდეგ იწყებს საუბარს სხვა საკითხებზე. ხომ ხედავთ, ყოველ დღე კობახიძე, თალაკვაძე და სხვები ივანიშვილის სადიდებელს ამბობენ, როგორც უფლის სადიდებელი უნდა თქვან დილით და შემდეგ იწყებენ საუბარს. მათ საქართველოსა და ივანიშვილს შორის არჩევანი ივანიშვილის სასარგებლოდ გააკეთეს. ივანიშვილი და კობახიძე მოსახლეობას და მათ შორის თავისივე დეპუტატებს სიცრუეში ამყოფებენ, ბევრს ჰგონია, რომ რამდენიმე ევროპარლამენტარი საუბრობს ამაზე, ვინც "ნაცმოძრაობასთან" არის დაკავშირებული, მაგრამ ყველას გამორჩა, რომ ანგარიში მომზადებული იყო სვენ მიქსერის მიერ, რომელიც ევროპის „სოციალისტური პარტიის" წევრია, "სოციალისტური პარტიის" ოჯახის წევრი კი არის "ქართული ოცნება". კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ეს, რაც ამ ანგარიშშია, არ არის ერთი ჯგუფის, არამედ საერთო ევროპული პოზიციაა, რომ თუ გინდა დემოკრატია, უარი უნდა თქვა ოლიგარქიულ მმართველობაზე, ამით დადასტურდა, რომ "ქართული ოცნება" არც ევროპული სოციალისტური ოჯახის წევრი არ არის, ის არის "ედინაია რასიას" ოჯახის წევრი, რასაც ისინი აკეთებენ არ არის გზა ევროპისკენ, ეს არის "ეფესბეს", პუტინის და "ედინაია რასიას" გზა. ირაკლი კობახიძე წარმოადგენს არა "სოციალ- დემოკრატების" ევროპულ ოჯახს, არამედ "ედინაია რასიას" საქართველოში. ხშირად მეკითხებიან, რამდენს გაბედავს "ქართული ოცნება". რამდენს გაბედავენ? სამწუხაროდ, იმდენს, რამდენსაც გავაბედინებთ. ვიღაცას არ სჯერა, რომ რუსეთისთვის გაწირეს საქართველო, ამიტომ როცა შეფასება მოვა და "ქართული ოცნების" გამო უარს გვეტყვიან ევროპელი ლიდერები, ქუჩაში უნდა გამოვიდეთ ყველა, „ქუდზე კაცი უნდა გამოვიდეთ“, რომ ჩვენი ქვეყანა რუსულ ჭაობში არ ჩავახრჩოთ", - განაცხადა მანჯგალაძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა