Reuters: აშშ რუსული დიზელის იმპორტის დაშვებით პუტინის მოლაპარაკებების მაგიდასთან დაბრუნებას ცდილობს
Russia loses another 1,390 troops in one day in war against Ukraine
Trump comments on Russia's violation of energy truce
Merz opposes Trump's diesel deal with Putin and assures Zelensky of Germany's support
Energy truce must be respected by both sides, says Kallas
Another 11 children return to Ukrainian-controlled territory
Russian mines injure 1,739 civilians, including 178 children, since start of full-scale war
Zelensky: US has power and means to compel Russia to agree to real energy truce

ხრუშჩოვს უთქვამს, „ეგღა გვაკლია, ბავშვების გვეშინოდესო-რა ისტორიას იხსენებს კონსტანტინე გამსახურდია გალაკტიონ ტაბიძესთან დაკავშირებით

ნახვები: 541 ხრუშჩოვს უთქვამს, „ეგღა გვაკლია, ბავშვების გვეშინოდესო-რა ისტორიას იხსენებს კონსტანტინე გამსახურდია გალაკტიონ ტაბიძესთან დაკავშირებით

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას შვილი, კონსტანტინე გამსახურდია გალაკტიონ ტაბიძის დაბადების დღესთან დაკავშირებით პოსტს აქვეყნებს და ისტორიას იხსენებს.

“ღვთაებრივი გალაკტიონის დაბადების დღეზე გავიხსენებ მის დამოკიდებულებას სრულიად ახალგაზრდა ზვიადისა და მისი მეგობრების მიმართ. ეს მოხდა 1957 წლის დასაწყისში, როდესაც გაასამართლეს წევრები არალეგალური ორგანიზაცია “გორგასლიანისა”. რას ამბობთ ძამიკო, გადავარჩინოთ ჩვენი საუკეთესო ახალგაზრდებიო, უთქვამს პოეტს. ეს არის ამონარიდი ჩემი მომავალი წიგნიდან:

“გამომძიებელთა თავშეკავებას ზვიად გამსახურდია ხსნის იმით, რომ მწერალთა ჯგუფმა, მათ შორის გალაკტიონ ტაბიძემ, შალვა დადიანმა, პავლე ინგოროყვამ, გიორგი ლეონიძემ, გერონტი ქიქოძემ თხოვეს ვ. მჟავანაძეს გულისხმიერება გამოეჩინა ახალგაზრდების მიმართ. როდესაც მჟავანაძემ ხრუშჩოვს უპატაკა მომხდარზე, ხრუშჩოვს უთქვამს, „ეგღა გვაკლია, ბავშვების გვეშინოდეს“, ამას კი ჩვენი განთავისუფლება მოჰყვაო”, – წერს კონსტანტინე გამსახურდია.

შეგახსენებთ, რომ დღეს 17 ნოემბერს ფენომენალური ქართველი პოეტი, გალაკტიონ ტაბიძე დაიბადა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა