Reuters: აშშ რუსული დიზელის იმპორტის დაშვებით პუტინის მოლაპარაკებების მაგიდასთან დაბრუნებას ცდილობს
Russia loses another 1,390 troops in one day in war against Ukraine
Trump comments on Russia's violation of energy truce
Merz opposes Trump's diesel deal with Putin and assures Zelensky of Germany's support
Energy truce must be respected by both sides, says Kallas
Another 11 children return to Ukrainian-controlled territory
Russian mines injure 1,739 civilians, including 178 children, since start of full-scale war
Zelensky: US has power and means to compel Russia to agree to real energy truce

გია ვოლსკი:სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მართლაც შერყეულია, თუმცა, არა იმდენად, რომ ჩვენს მედიცინას არ ხელეწიფებოდეს მას მიხედოს

ნახვები: 541 გია ვოლსკი:სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მართლაც შერყეულია, თუმცა, არა იმდენად, რომ ჩვენს მედიცინას არ ხელეწიფებოდეს მას მიხედოს

სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მართლაც შერყეულია, თუმცა, არა იმდენად, რომ ჩვენს მედიცინას არ ხელეწიფებოდეს მას მიხედოს, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას რევოლუციური მიზნებისთვის იყენებენ.

"გაცილებით სერიოზული მიზნები აქვს ტყუილების ტირაჟირებას, ვიდრე შეიძლება ერთი შეხედვით გვეგონოს და საზოგადოებაში სამწუხაროდ, არათუ ნიჰილიზმი, ცოტა იუმორისტული დამოკიდებულებაც კი განვითარდა. ამ დროს ვითარება უფრო დრამატულია, რადგან სააკაშვილის ფაქტორის გამოყენება, ამ რევოლუციური პროცესების განვითარებისთვის, არის ერთ- ერთი მთავარი თემა და არ იხსნება დღის წესრიგიდან. შიმშილობა, რომელიც მან დაიწყო, ამ შიმშილობის გამო აშკარად დამძიმებული ჯანმრთელობის მდგომარეობა, შემდეგ დახასიათება, რომელიც ნიკა გვარამიამ გააჟღერა და საერთოდ არაჯანსაღი ადამიანის სურათი დაგვიხატა, შემდეგ ამის ყველაფრის დაბრალება "ქართული ოცნებისთვის", ემსახურება ერთადერთ მიზანს, რომ როგორმე ეს დესტაბილიზაცია სტრატეგიული გეგმის დღის წესრიგიდან არ მოიხსნას. ესაა მათი ამოცანა და ამ ამოცანის შესასრულებლად მანიპულაცია ხდება სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის და იქამდე მივიდა ვითარება, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მართლაც შერყეულია, თუმცა, არა იმდენად, რომ ჩვენს მედიცინას არ ხელეწიფებოდეს მას მიხედოს და შესაბამისი დახმარება აღმოუჩინოს, თუკი ეს საჭირო იქნება,"- განაცხადა ვოლსკიმ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა