18 ივლისს, გეგე დადიანის რომანის „ის აქ არის - ანგელოზის კაშკაშა ღამე“ წარდგენა გაიმართება
მანჩესტერის ყოფილი მერი ენდი ბერნჰემი „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი გახდა — ვინ არის დიდი ბრიტანეთის სავარაუდო მომავალი პრემიერ-მინისტრი?
ზურაბ ჩხაიძე: მურთაზ ზოდელავას მდგომარეობა სტაბილურია, ინსულტზე საუბარი არ არის
სააკაშვილი: მურთაზ ზოდელავამ ციხეში ორჯერ ინსულტი გადაიტანა და მძიმე მდგომარეობაში „ვივამედში“ გადაიყვანეს
ტრამპის ადმინისტრაცია უცხოელი სტუდენტებისა და ჟურნალისტებისთვის აშშ-ის ვიზების წესებს ამკაცრებს
War update: Nearly 250 battles on front lines; Russians attack most intensely in three sectors
Unmanned Systems Forces strike 159 vessels of Russia’s shadow fleet in 12 days
Russian army loses another 1,370 troops and helicopter in war against Ukraine over past 24 hours

მეუფე შიო:აქართველოს ისტორია ჰგავს წმინდა გიორგის ცხოვრებას, საქართველოც ეწამა ქრისტესთვის

23.11.2022 ნახვები: 522

საქართველოში განსაკუთრებული თაყვანისცემა და სიყვარულია წმინდა გიორგის მიმართ. შეიძლება ითქვას, რომ საქართველოს ისტორია ჰგავს წმინდა გიორგის ცხოვრებას - საქართველოც ეწამა ქრისტესთვის, ჯვარს ეცვა ქრისტესთვის და საქართველოც, მიუხედავად მრავალი შეცდომისა, დადიოდა ყოველთვის ამ ჭეშმარიტების გზით, ქრისტეს ეკლესიის ერთგულების გზით, რამაც მოგვიყვანა და გადაგვარჩინა დღემდე, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიო (მუჯირმა) გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით სადღესასწაულო წირვა-ლოცვის დასრულების შემდეგ ქადაგებისას ისაუბრა.

როგორც მეუფემ აღნიშნა, დიდმოწამეები და მოწამეები განსაკუთრებით შეეწივნენ მოციქულთა ქადაგების საქმეს ეკლესიაში, რადგან ძნელი წარმოსადგენია, რომ მკვდრეთით აღდგომილ მაცხოვარზე ქადაგებას ასეთი ყოვლისმომცველი ძალა ჰქონოდა, რომ არ ყოფილიყო ასობით ათასი მოწამის ღვაწლი.

„პატიოსანო მამანო, ქრისტეს მიერ საყვარელო ძმანო და დანო, გილოცავთ გიორგობის დიდებულ დღესასწაულს და გადმოგცემთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს - პატრიარქის ილია მეორის ლოცვა- კურთხევას, შეგვეწიოს ჩვენ და სრულიად საქართველოს მისი დალოცვა. თქვენ მოგეხსენებათ, რომ მრავალრიცხოვანია მოწამეთა დასი და მათ შორის არიან კიდევ ისეთები, რომლებმაც განსაკუთრებით სასტიკი წამება დაითმინეს. მათ ეწოდებათ დიდი მოწამეები და ამ დიდ მოწამეებს შორის გამორჩეული გახლავთ წმინდა დიდმოწამე გიორგი, რომლის ხსენებასაც დღეს ჩვენ აღვასრულებთ. მოწამე არის ადამიანი, რომელიც წამებისა და სიკვდილის წინაშე მდგომიც კი მზად არის, რომ დაამოწმოს ქრისტე. წმინდა მოწამე იუსტინე ფილოსოფოსი იყო ასეთი მოღვაწე ადრექრისტიანულ პერიოდში და ის საკმაოდ მარტივად ხსნის თუ რა არის მოწამეობის არსი. ის ამბობს: „ჩვენ მივდივართ სიკვდილზე იმისთვის, რომ არ დავარღვუიოთ მცნება - არა იცრუო“. როდესაც ჩვენ გვეკითხებიან: შენ გწამს ქრისტე?- ჩვენ გვირჩევნია მოვკვდეთ, ვიდრე ეს მცნება დავარღვიოთ“,- ასე განმარტავს ის. დიდმოწამეები და მოწამეები განსაკუთრებით შეეწივნენ მოციქულთა ქადაგების საქმეს ეკლესიაში. იმიტომ, რომ ძნელი წარმოსადგენია, რომ მკვდრეთით აღდგომილ მაცხოვარზე ქადაგებას ასეთი ყოვლისმომცველი ძალა ჰქონოდა, რომ არ ყოფილიყო ასობით ათასი მოწამის ღვაწლი. თქვენ გახსოვთ, რა ზეგავლენა ჰქონდა მათ წამებას თვითმხილველ წარმართებზე, თვით ჯალათებზეც კი, როდესაც ხედავდნენ, რამდენად უშიშრად, ხშირად მდუმარედ და ბაგეებზე ლოცვით კვდებოდნენ დიდმოწამეები. ამის გარდა, რა თქმა უნდა, ისინი არიან ჩვენთვის ყველაზე ნათელი მაგალითი ქრისტეს ურყევი რწმენისა და ერთგულებისა, ვაჟკაცობისა და სიმამაცისა, მაგრამ ამავე დროს, ჩვენ გვაქვს ასეთი შეკითხვა- რა ძალით არის შესაძლებელი ამ ღვაწლის აღსრულება, სიკვდილის დათმენა, წამების დათმენა და ქრისტეს დამოწმება და ამაზე პასუხს იძლევა დღევანდელ დღეს წაკითხული სახარება, სადაც უფალი იესო ქრისტე ბრძანებს: „მოვა ნუგეშინისმცემელი სული ჭეშმარიტებისა, რომელსაც მე მოვავლნენ მამისგან, რომელიც მამისგან გამოდის და იგი დაამოწმებს ჩემზე და თქვენც დაამოწმებთ“- ამბობს უფალი. ასევე, სხვა ადგილას ბრძანებს იგი: „როდესაც თქვენ შეგიპყრობენ და სამსჯავროზე წაგიყვანენ და წარდგებით წინაშე მეფეთა და მთავართა, რომ დაამოწმოთ ჩემთვის, მაშინ ნუ ზრუნავთ და ნუ ფიქრობთ თუ რა ილაპარაკოთ, იმიტომ, რომ იმ ჟამს მოგეცემათ თქვენ სიტყვები, რაც უნდა ილაპარაკოთ, იმიტომ, რომ სულიწმინდა დაამოწმებს თქვენი ბაგეებით. ამრიგად, ამ დიდი ღვაწლის აღსრულება შესაძლებელია მხოლოდ სულიწმინდის ძალითა და მადლით და მხოლოდ სულიწმინდის მადლით აღასრულა ეს ღვაწლი წმინდა დიდმოწამემ გიორგიმ და მისი ბაგეებით დაამოწმა სულიწმინდამ, რომ იესო ქრისტე არის გზა, ჭეშმარიტება და ცხოვრება. თქვენ გახსოვთ, როგორ პასუხობს წმინდა გიორგი, რომ ის ემსახურება ჭეშმარიტებას, რომ ქრისტე არის ჭეშმარიტება. წმინდა გიორგისთვის იესო ქრისტე იყო ერთადერთი გზა, ჭეშმარიტება და ცხოვრება. მან არ იცოდა სხვა გზა, მას არ სურდა სხვა გზით სიარული და ვერაფერმა შეაშინა იგი და ვერ დააბრკოლა. იგი შეუდგა ამ გზას და იარა ამ გზაზე. ამისთვის ვეთაყვანებით ჩვენ მას, ამისთვის გვიყვარს ჩვენ იგი, ამისთვისაა იგი ესოდენ განდიდებული ჩვენს ეკლესიაში, ჩვენს ქვეყანაში და მთელს მსოფლიოში. თქვენ იცით, რომ საქართველოში განსაკუთრებული თაყვანისცემა და სიყვარულია წმინდა გიორგის მიმართ. ჩვენს სახელმწიფო გერბზეც კი არის ის გამოსახული, როგორც ერთგვარი სიმბოლო ჩვენი ქვეყნისა, იმიტომ, რომ შეიძლება ითქვას, რომ საქართველოს ისტორია ჰგავს წმინდა გიორგის ცხოვრებას - საქართველოც ეწამა ქრისტესთვის, ჯვარს ეცვა ქრისტესთვის და საქართველოც, მიუხედავად მრავალი შეცდომისა, დადიოდა ყოველთვის ამ ჭეშმარიტების გზით, ქრისტეს ეკლესიის ერთგულების გზით, რამაც მოგვიყვანა და გადაგვარჩინა დღემდე. ასე რომ, დღევანდელი დღესასწაულის ჩვენ მიერ აღნიშვნა არის ერთგვარი მოწოდებაც, რომ ჩვენი შემდგომი გზაც უნდა იყოს ქრისტეს ერთგულება, მისი მსახურება და წმინდა ეკლესიის ერთგულება. ღმერთმა დაგლოცოთ. კიდევ ერთხელ გილოცავთ ამ შესანიშნავ დღესასწაულს. წმინდა გიორგიმ დალოცოს თქვენი ოჯახები, წმინდა გიორგიმ დალოცოს ჩვენი სამშობლო და უფალმა, წმინდა გიორგის ლოცვით, დალოცოს, აკურთხოს გაამთლიანოს და გადაარჩინოს ჩვენი სამშობლო", - აღნიშნა მეუფე შიომ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა