ირაკლი ღარიბაშვილის საქმის განხილვა ღია რეჟიმში ჩატარდება – სასამართლომ პროკურატურის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა
რომან გოცირიძე: ციფრული ფული გარდაუვალი განვითარებაა, თუმცა სახელმწიფოს მოქალაქეთა ფინანსებზე კონტროლის დამატებით ბერკეტებსაც აძლევს
ჟურნალისტ ვახო სანაიას სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული სამი პოსტის გამო 30-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა
Ukraine reports 204 frontline clashes in past 24 hours, with heaviest fighting in Pokrovsk and Kostiantynivka sectors
Zelensky: Ready to meet with U.S. negotiators
Trump: “My stance on Russia is very simple” as he explains recent actions
Russian missile attack on Kyiv kills one person and injures three others
Zelensky: Ready to run in election before war ends

გიორგი სააკაშვილი:ვერაფერს მიაღწიეს და ხალხმა დაინახა, როგორ მძიმე პირობებში ამყოფებს ხელისუფლება სააკაშვილს

ნახვები: 520 გიორგი სააკაშვილი:ვერაფერს მიაღწიეს და ხალხმა დაინახა, როგორ მძიმე პირობებში ამყოფებს ხელისუფლება სააკაშვილს

მძიმე საყურებელი იყო ჩემთვის, დანამდვილებით შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ მიშას მდგომარეობა კრიტიკულზე მძიმეა, – აღნიშნულის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ძმამ, გიორგი სააკაშვილმა “მთავარი არხის” ეთერში განაცხადა.

მისივე თქმით, ამ კადრების გასაჯაროებით საზოგადოება დარწმუნდა, თუ როგორ მძიმე პირობებში იმყოფება მიხეილ სააკაშვილი.

“ძალიან მძიმე საყურებელი იყო ჩემთვის, თუმცა ისედაც ხშირად შევდიოდი და ჩემთვის ახალი არ ყოფილა. დანამდვილებით შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ მიშას მდგომარეობა კრიტიკულზე მძიმეა…რა გააკეთა დღევანდელი კადრების გასაჯაროებით ხელისუფლებამ ნამდვილად არ ვიცი. ეს ადამიანის უფლებების შელახვაა. როდესაც ევროპაზე გაქვს პრეტენზია, მმართველი პარტიისგან მსგავსი კადრების ჩვენება ამაზრზენია.

ყველამ კარგად იცის, რა მდგომარეობაშია მიხეილ სააკაშვილი. კადრები იყო ამოჭრილი და დამონტაჟებული. ვფიქრობ ვერაფერს მიაღწიეს და ხალხმა დაინახა, როგორ მძიმე პირობებში ამყოფებს ხელისუფლება სააკაშვილს. საზოგადოება უნდა გაერთიანდეს და დავანახოთ მმართველ ძალას, რომ სააკაშვილის სიცოცხლის გაწირვას არ ვაპირებთ. სააკაშვილი ისტორიაში მნიშვნელოვან ფიგურად დარჩება, ხოლო “ოცნება” როგორც მოვიდა, ისე წავა”, – საუბრობს გიორგი სააკაშვილი.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა