მიხეილ სააკაშვილი - ვგეგმავ რადიკალურ ცვლილებებს „ნაციონალურ მოძრაობაში“
ზუგდიდში, მამაკაცის მიერ მეზობლის მკვლელობის, შემდეგ კი თვითმკვლელობის საქმეზე შსს განცხადებას ავრცელებ
ცოლის მკვლელობაში ბრალდებულ კაცს უვადო თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
ირაკლი კობახიძე - ბიძინა ივანიშვილი არის პოლიტიკის გროსმაისტერი
ირაკლი კობახიძე ვიზალიბერალიზაციაზე - შანტაჟი ვერ გაჭრის
მაკა ბოჭორიშვილი - შეხვედრა, რომელსაც ითვალისწინებს ევროკავშირის რეგულაცია, გაიმართება სამუშაო დონეზე და ქართული მხარის მოლოდინია, რომ იქნება კონსტრუქციული
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,380 over past day
Melnyk urges UN to ban Russia from peacekeeping missions over sexual violence crimes

Tuttomercatoweb: "ნაპოლიში" შეიძლება კიდევ ერთი ქართველი ტალანტი ვიხილოთ

26.12.2022 ნახვები: 618

29 ნოემბერს ხვიჩა კვარაცხელიას "ნაპოლიში" გადასვლაში შუამავალმა, მსოფლიოს 2006 წლის ჩემპიონმა კრისტიან ძაკარდომ, Tuttomercatoweb-თან ინტერვიუში კიდევ ერთი ქართველის ტრანსფერზე მიანიშნა, თუმცა მისი ვინაობა არ გაამხილა და თქვა, რომ შემტევია, 2003 წელს დაბადებული, ძალიან საინტერესო ფეხბურთელია, მის სახელს კი მოგვიანებით დაასახელებენ.

 

დღეს AreaNapoli იტყობინება, რომ 19 წლის ნახევარმცველ გიორგი კვერნაძის სამსახურით, რომელიც სათამაშო სტილით კვარაცხელიას ჰგავს, "ნაპოლი" დაინტერესდა.

 

"ის ხვიჩას მსგავსი ტალანტია, კარგი დრიბლინგი აქვს და მარცხენა ფლანგზე წინ წაწეულ პოზიციაზე თამაშობს, ზუსტად ისე, როგორც ნეაპოლელთა 77-ე ნომერი. ასევე ქართველია და
 
შეიძლება საერთო მომავალი ჰქონდეთ: მისი ქვეყნის მედიის ცნობით, კვერნაძით ნეაპოლური კლუბი დაინტერესდა. ზაფხულში განხორციელებული დიდი ტრანსფერის გათვალისწინებით, კლუბის სპორტული დირექტორი კრისტიანო ჯუნტოლი, როგორც ჩანს, ახალ შესაძლო შენაძენს აკვირდება.

 

შთაბმეჭდავი აღნაგობის (თითქმის 190 სმ), მაგრამ ძალიან ტექნიკური უნარებით დაჯილდოებულმა კვვერნაძემ "ნაპოლის" სკაუტების ყურადღება "თელავსა" და საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებში თამაშით მიიპყრო".

 

საიტი გულშემატკივრებს კვერნაძის თამაშის ვიდეოს სთავაზობს.
sportall.ge

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა