18 ივლისს, გეგე დადიანის რომანის „ის აქ არის - ანგელოზის კაშკაშა ღამე“ წარდგენა გაიმართება
მანჩესტერის ყოფილი მერი ენდი ბერნჰემი „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი გახდა — ვინ არის დიდი ბრიტანეთის სავარაუდო მომავალი პრემიერ-მინისტრი?
ზურაბ ჩხაიძე: მურთაზ ზოდელავას მდგომარეობა სტაბილურია, ინსულტზე საუბარი არ არის
სააკაშვილი: მურთაზ ზოდელავამ ციხეში ორჯერ ინსულტი გადაიტანა და მძიმე მდგომარეობაში „ვივამედში“ გადაიყვანეს
ტრამპის ადმინისტრაცია უცხოელი სტუდენტებისა და ჟურნალისტებისთვის აშშ-ის ვიზების წესებს ამკაცრებს
War update: Nearly 250 battles on front lines; Russians attack most intensely in three sectors
Unmanned Systems Forces strike 159 vessels of Russia’s shadow fleet in 12 days
Russian army loses another 1,370 troops and helicopter in war against Ukraine over past 24 hours

იაგო ხვიჩია პარლამენტის თავმჯდომარის გადაწყვეტილებაზე - „ნაცმოძრაობის“ არც ერთ წევრს არ ეწყინება, რომ მიშასთან შესვლა არ მოუწევთ, მიზეზი ექნებათ, შალვა პაპუაშვილი არ გვიშვებსო

30.12.2022 ნახვები: 521

პარლამენტის თავმჯდომარის გადაწყვეტილების მიზეზი ნერვების მოშლა და მოთმინებიდან, წყობიდან გამოყვანა შეიძლება იყოს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს “გირჩის“ დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ განუცხადა.

ხვიჩიას თქმით, ნერვებს პირადად მიხეილ სააკაშვილს უშლიან და „ნაციონალური მოძრაობის“ არც ერთ წევრს არ ეწყინება, მასთან რომ ვეღარ მივა.

„მიხეილ სააკაშვილს თავისუფლება ისედაც შეზღუდული აქვს და ეუბნებიან, რაღაც უფლებებს გართმევთ, მაგრამ ეს შენივე ჯანმრთელობის მდგომარეობისთვის არის კარგიო, რაც ნერვებზე მოქმედებს. ზოგადად, ციხეში ნერვებზე ბევრი რამ მოქმედებს და ალბათ, ეს ერთ-ერთი მათგანია, დასამატებლად. ეს გადაწყვეტილება „ნაცმოძრაობას“ რას დააკლებს, არ ვიცი - აწყობთ, მიშასთან შესვლა რომ არ მოუწევთ! ნერვებს სააკაშვილს უშლიან, მაგრამ არ მგონია, რომ ყოველ დღე სააკაშვილთან შეხვედრით “ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატები ბედნიერი იყოს - პარლამენტის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, მათ ეს ასცდებათ. "ნაცმოძრაობის" არც ერთ წევრს არ ეწყინება, რომ მიშასთან შესვლა არ მოუწევთ - არ ეწყინებათ, რადგან როცა ლიდერი შენი მუშაობით არ არის კმაყოფილი და ციხეში ზის, მასთან ხშირად შეხვედრა შეიძლება სასიამოვნო არ იყოს და მიზეზი ექნებათ, შალვა პაპუაშვილი არ გვიშვებსო“, - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, დეპუტატებისთვის მიხეილ სააკაშვილის მონახულების მიზნით პენიტენციურ დაწესებულებაში შესვლის უფლების მინიჭება ჩერდება.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა