კოტე კემულარია: ევროკავშირის ახალი სანქციები რუსეთის სამხედრო წარმოებისთვის კომპონენტების მიწოდების არხებს ზღუდავს - საკითხი საქართველოსაც ეხება
ზელენსკი: საწვავის ფასები ახლო აღმოსავლეთის ომისა და ჰორმუზის სრუტის ბლოკირების გამო იზრდება და არა უკრაინის ქმედებების შედეგად
მარტა კოსი: საქართველოს კანდიდატის სტატუსი მხოლოდ ფურცელზე არსებობს - ხელისუფლებასთან თანამშრომლობის აღსადგენად კონკრეტული ნაბიჯებია საჭირო
კაია კალასი - საქართველოზე დღეს ძალიან მოკლედ ვისაუბრებთ, მაგრამ, შევთავაზებ, რომ იანვარში საქართველოს შესახებ სიღრმისეული დისკუსია გვქონდეს
შვიდი ამერიკელი სენატორი ტრამპის გადაწყვეტილებას ეწინააღმდეგება — „აშშ-მა პუტინს ფინანსური დახმარება არ უნდა გაუწიოს“
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები დღეს ლუქსემბურგში საქართველოს საკითხსაც განიხილავენ
პოლონეთში დააკავეს პირი, რომელიც პრემიერ-მინისტრ დონალდ ტუსკსა და თავდაცვის მინისტრზე თავდასხმის დაგეგმვაშია ეჭვმიტანილი
ენდი ბერნემი: რუსეთი „ბრექსითის“ რეფერენდუმში ჩაერია და გერმანიასა და საფრანგეთშიც ცდილობს პოლიტიკურ პროცესებზე გავლენის მოხდენას

ჯო ბაიდენი ვლადიმერ პუტინის „ზავზე“ - ამით ის "სულის მოთქმას" ცდილობს - ის მზად იყო ახალ წელს დაებომბა საავადმყოფოები, ეკლესიები და ბაგა-ბაღები

ნახვები: 543 ჯო ბაიდენი ვლადიმერ პუტინის „ზავზე“ - ამით ის "სულის მოთქმას" ცდილობს - ის მზად იყო ახალ წელს დაებომბა საავადმყოფოები, ეკლესიები და ბაგა-ბაღები

აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი უკრაინაში 6-7 იანვარს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის განკარგულებას ეხმაურება და აცხადებს, რომ ამით ის „სულის მოთქმას“ ცდილობს.

„თავს ვარიდებ პასუხის გაცემას იმაზე, რასაც პუტინი ამბობს. საინტერესოდ მომეჩვენა. ის მზად იყო დაებომბა საავადმყოფოები, ბაგა-ბაღები და ეკლესიები 25 დეკემბერს და ახალ წელს. ვფიქრობ, რომ ის სულის მოთქმას ცდილობს“, - განაცხადა ბაიდენმა.

შეგახსენებთ, გუშინ ცნობილი გახდა, რომ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა 6-7 იანვარს უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის ბრძანება გასცა. კერძოდ, პუტინმა თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუს დაავალა, 6 იანვრის 12:00 საათიდან 7 იანვრის 24:00 საათამდე უკრაინაში საბრძოლო მოქმედებების მთელ ხაზზე ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი შემოიღოს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა