თურქეთი, საქართველო და აზერბაიჯანი სატრანზიტო პროცედურების გამარტივებასა და საზღვრებზე ლოდინის დროის შემცირებაზე მუშაობენ
28 სექტემბრიდან საქართველოში ამინდი გაუარესდება, მოსალოდნელია ძლიერი ნალექი, სეტყვა და შტორმი
პეტრე ცისკარიშვილი 1-ელ ოქტომბერს რიყის პარკში აქციას აანონსებს და მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას მოითხოვს
მიხეილ სააკაშვილი: ვერ დაგვაჩმორებენ, არ დავჩმორდებით, ჩვენ არ ვართ ჩმორები!
WSJ: Russia offers USD 20 M reward for information on Magyar's whereabouts
Biletsky: 3rd Army Corps liberates Nove, Ridkodub and Katerynivka in Operation “Vivaldi”
War update: 229 combat clashes on front lines in past 24 hours
Russia's war casualty toll in Ukraine up by over 2,000 over past day

პაატა მანჯგალაძე - პატრიარქის წერილი ნამდვილად არ გამოდგება ქრისტიანული კაცთმოყვარეობის ნიმუშად

ნახვები: 607 პაატა მანჯგალაძე - პატრიარქის წერილი ნამდვილად არ გამოდგება ქრისტიანული კაცთმოყვარეობის ნიმუშად

პატრიარქის წერილი ნამდვილად არ გამოდგება ქრისტიანული სიყვარულის და ქრისტიანული კაცთმოყვარეობის ნიმუშად, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა, რითაც მიხეილ სააკაშვილისთვის პატრიარქის მიერ გაგზავნილ წერილს გამოეხმაურა.

მისი თქმით, ეს წერილი განსაცდელში მყოფი ადამიანის მიმართ ქრისტიანული დამოკიდებულების მაგალითი არ არის.

„რაც შეეხება პატრიარქის წერილს, მე არ ვიცი, პატრიარქმა მოამზადა, თუ მისი სახელით გამოქვეყნდა ეს წერილი, მაგრამ ის ნამდვილად არ გამოდგება ქრისტიანული სიყვარულის და ქრისტიანული კაცთმოყვარეობის ნიმუშად. ყველამ ვნახეთ და ექსპერტები ადასტურებენ, რომ ადამიანი მოწამლულია დარიშხანით და ამ დროს სხვა რეალობის შეცნობაზეა საუბარი, ეს რას ნიშნავს? სიკვდილს დაელოდოს? ეს არ გამოხატავს არც ქრისტესმიერ სიყვარულს და არც განსაცდელში მყოფი ადამიანის მიმართ ქრისტიანული დამოკიდებულების მაგალითს,“ - განაცხადა მანჯგალაძემ.

მანჯგალაძე გამოეხმაურა მიხეილ სააკაშვილის განცხადებასაც წერილთან დაკავშირებით. მისი თქმით, „კარგია, რომ სააკაშვილმა იპოვა ძალა და სულიერება დაინახა ამაში“.

„მე ვერ ვხედავ სამწუხაროდ, სულიერებას და ქრისტიანობას იმაში, რომ ადამიანი განსაცდელშია, მოწამლულია დარიშხანით და თურმე დარიშხანიანი რეალობა უნდა შეიმეცნოს სააკაშვილმა,“ - განაცხადა მანჯგალაძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა