თინა ბოკუჩავა - რა თქმა უნდა, ვრჩები „ნაციონალურ მოძრაობაში“
ვოლოდიმირ ზელენსკი - თუ უკრაინა დაიწვება, მაშინ თქვენი მოსკოვიც დაიწვება
ელენე ხოშტარია - გუშინ, ბრიფინგის შემდეგ ჩემთან იყო კომუნიკაცია ციხის ადმინისტრაციის მხრიდან - ჯერ არანაირი კონკრეტული ნაბიჯები არ გადადგმულა, არც მკურნალ ექიმთან ყოფილა შეხვედრა, მაგრამ დამპირდნენ, რომ იქნება
დონალდ ტუსკი - რუსი სატირიკოსი მხატვრის, ფსევდონიმით ცნობილ სემიონ სკრეპეცკის მკვლელობაში ეჭვმიტანილი დაკავებულია - ის საქართველოს პასპორტს იყენებს
Russian forces lose another 1,370 troops and four air defense systems in war against Ukraine
Zelensky holds trilateral talks with Trump and Macron
U.S. releases text of official agreement with Iran
დრონებით თავდასხმის გამო მოსკოვის აეროპორტებში შეზღუდვები დაწესდა

იაგო ხვიჩია - იძახდე, მწამლავენო და ამ დროს ციხის საავადმყოფოში იყო, ეს დამაჯერებლად არ გამოიყურება

09.01.2023 ნახვები: 593

მიხეილ სააკაშვილს არ წამლავენ. აქედან გამომდინარე, „მაგნიტსკის სიებზე“ მუშაობა ამ თვალსაზრისით, თითქოს ვიღაც სააკაშვილის სიცოცხლეს ანადგურებს და ამიტომ სიაში უნდა შევიყვანოთ, პერსპექტიული არ იქნება, – ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

მისივე თქმით, სააკაშვილმა უნდა აირჩიოს, რჩება ქართულ პოლიტიკაში და იბრძვის, თუ მიდის ქართული პოლიტიკიდან.

„მიხეილ სააკაშვილს მაინც უფრო გრძელვადიან თამაშზე გადასვლას ვურჩევდი. მან უნდა აირჩიოს, რჩება ქართულ პოლიტიკაში და იბრძვის, თუ მიდის ქართული პოლიტიკიდან. თუ ჩვენ დავინახეთ, რომ სააკაშვილმა ბრძოლა გადაწყვიტა, მაშინ ის უნდა გადავიდეს ციხეში და ბრძოლა იქიდან გააგრძელოს, მაგრამ თუ სააკაშვილმა პოლიტიკიდან გასვლა გადაწყვიტა, გადაწყვიტა თვითონაც დაისვენოს და სხვებიც დაასვენოს, მაშინ ის რაღაცნაირად უნდა დანებდეს. უნდა თქვას, რომ მე დავმარცხდი და გამიშვით ახლა, თავი დამანებეთო, მაგრამ იბრძოდე და იძახდე, მწამლავენო, ამ დროს ციხის საავადმყოფოში იყო, ეს დამაჯერებლად არ გამოიყურება.

საქართველოს მთავრობა ბევრ შეცდომას უშვებს, ჩვენ შეგვიძლია ბევრი სია გავაკეთოთ მათი არასწორი ქმედებების და არასწორი გადაწყვეტილებების ჩამონათვლით. შეგვიძლია, მილიონ რამეში გავაკრიტიკოთ, მაგრამ შევქმნათ „მაგნიტსკის სია“ იმიტომ, რომ მიხეილ სააკაშვილს ციხეში აწამებენ, მაგის არ მჯერა. თუ ვიტყვით, რომ „ქართული ოცნება“ სიაში უნდა შევიყვანოთ იმის გამო, რომ სააკშვილს აწამებენ, ბოლოს აღმოჩნდება, რომ მიხელ სააკაშვილს არ აწამებენ და ეს ყველაფერი რაღაცნაირი ბუშტი იქნება. მიხეილ სააკაშვილს ციხე არ მოსწონს. ტყვეობაში ცუდად ხდება, შესაბამისად, მისი ავადმყოფობა არის არა წამების გამო, არამედ იმის გამო, რომ სააკაშვილი ციხეში თავს კომფორტულად არ გრძნობს. მისი დაავადებაც და მისი ნერვიული სტრესიც აქედან გამომდინარეობს. სწორედ აქედან გამომდინარე ვითხოვდით და ახლაც ვითხოვთ მის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანას.

მიხეილ სააკაშვილი ბრძოლას თუ აპირებს, ბრძოლისთვის ციხის საავადმყოფო არ ვარგა. „ქართული ოცნება“ აძახებს, ოროთახიან ბინაში გვყავსო. თუ ხვდები, რონ სხვადასხვა მიზეზის გამო პოლიტიკური ბრძოლა მოგბეზრდა და პოლიტიკა არ გინდა, საკმარისი არის, ეს ადვოკატის ენით თქვა. შენ თვითონ უნდა გამოხვიდე, ძალა მოიკრიბო, უნდა მიხვიდე პროცესზე და იქ თქვა, რომ ხალხო, თავი დამანებეთ, პოლიტიკიდან მივდივარ და დაიშალოს „ნაციონალური მოძრაობა“. მაშინ გასაგები იქნება, მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკიდან გადის. თუ ბრძოლა მიმდინარეობს, ჯერ არ მახსოვს დატყვევებულ გენერალს ვინმე ბრძოლის დასრულებამდე ათავისუფლებდეს“, – განაცხადა ხვიჩიამ.

როგორც იაგო ხვიჩია ამბობს, სააკაშვილის მოწამვლის საკითხს სკეპტიკურად უყურებს.

„ვინც გინდა იმან გააკეთოს დასკვნა, მჯერა, რომ მიხეილ სააკაშვილი ციხეში თავს კომფორტულად და კარგად არ გრძნობს. ციხეში ის ისეთი ლაღი არ არის, როგორიც გარეთ იქნებოდა. მაგრამ ამის იქით რაც არის, მოწამვლა და ის კვდება, არ კვდება, ეს მესმის უკვე წელიწადზე მეტია. შესაბამისად, დავიტოვებ ნებას, რომ ოდნავ სკეპტიკური ვიყო ამ ფაქტის მიმართ“, – აღნიშნა ხვიჩიამ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა