თურქეთი, საქართველო და აზერბაიჯანი სატრანზიტო პროცედურების გამარტივებასა და საზღვრებზე ლოდინის დროის შემცირებაზე მუშაობენ
28 სექტემბრიდან საქართველოში ამინდი გაუარესდება, მოსალოდნელია ძლიერი ნალექი, სეტყვა და შტორმი
პეტრე ცისკარიშვილი 1-ელ ოქტომბერს რიყის პარკში აქციას აანონსებს და მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას მოითხოვს
მიხეილ სააკაშვილი: ვერ დაგვაჩმორებენ, არ დავჩმორდებით, ჩვენ არ ვართ ჩმორები!
WSJ: Russia offers USD 20 M reward for information on Magyar's whereabouts
Biletsky: 3rd Army Corps liberates Nove, Ridkodub and Katerynivka in Operation “Vivaldi”
War update: 229 combat clashes on front lines in past 24 hours
Russia's war casualty toll in Ukraine up by over 2,000 over past day

ჰენრი კისინჯერი - ნეიტრალური უკრაინის იდეას აზრი აღარ აქვს, უკრაინის ნატო-ში გაწევრიანება შესაფერისი შედეგი იქნება

ნახვები: 608 ჰენრი კისინჯერი - ნეიტრალური უკრაინის იდეას აზრი აღარ აქვს, უკრაინის ნატო-ში გაწევრიანება შესაფერისი შედეგი იქნება

ამ პირობებში ნეიტრალური უკრაინის იდეას აზრი აღარ აქვს, უკრაინის ნატო-ში გაწევრიანება შესაფერისი შედეგი იქნება, – ამის შესახებ აშშ-ის ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა, ჰენრი კისინჯერმა დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე განაცხადა.

„ამ ომამდე, მე ვეწინააღმდეგებოდი ნატო-ში უკრაინის გაწევრიანებას, რადგან მეშინოდა, რომ ის პროცესი დაიწყებოდა, რასაც ახლა ვხედავთ. ამ პირობებში ნეიტრალური უკრაინის იდეას აზრი აღარ აქვს. უკრაინის ნატო-ში გაწევრიანება შესაფერისი შედეგი იქნება“, – განაცხადა კისინჯერმა.

ჰენრი კისინჯერმა განაცხადა, რომ მისი აზრით, ახლა აუცილებელია რუსეთსა და დასავლეთს შორის პირდაპირი სამხედრო ესკალაციის თავიდან აცილება, ისევე, როგორც რუსეთის, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოს, ლიკვიდაცია.

„რუსეთის, როგორც სახელმწიფოს განადგურება, რომელსაც შეუძლია საკუთარი პოლიტიკის განხორციელება, გახსნის უზარმაზარ ტერიტორიას, რომელიც მოიცავს თერთმეტ საათობრივ ზონას შიდა კონფლიქტებისა და გარე ჩარევისთვის იმ დროს, როდესაც იქ 15 000-ზე მეტი ბირთვული იარაღი ინახება“, – აღნიშნა კისინჯერმა.

პარალელურად, ამერიკელი ყოფილი მაღალჩინოსანი საჭიროდ მიიჩნევს, რომ რუსეთმა შეძლოს საერთაშორისო სისტემასთან მიერთება უკრაინაში მშვიდობის დამყარების შემდეგ.

გასულ წელს ჰენრი კისინჯერმა თქვა, რომ უკრაინამ თავისი ტერიტორიის ნაწილი უნდა დაუთმოს რუსეთს, ხოლო აშშ-ს და დასავლეთს ომში რუსეთის დამარცხების იმედი არ უნდა ჰქონდეთ.

 

 
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა