ირაკლი ფავლენიშვილი: შსს-მ რიყის პარკში აქციის ჩატარებაზე უარი გვითხრა, თუმცა 1-ელ ოქტომბერს მაინც შევიკრიბებით
მარკო რუბიო: ირანის მმართველებს აპოკალიფსური ხედვა აქვთ, ასეთ ადამიანებს ბირთვული იარაღი არასდროს უნდა ჰქონდეთ
გელა ხასაიამ ერთწლიანი პატიმრობის შემდეგ საპატიმრო დატოვა: არაფრის შეცვლას არ ვაპირებ, იმავეს გავაკეთებ
ტრამპი უარყოფს, რომ ირანს სანქციების შემსუბუქება შესთავაზა: არაფერი შემითავაზებია, Axios-ის ინფორმაცია სიცრუეა
თურქეთი, საქართველო და აზერბაიჯანი სატრანზიტო პროცედურების გამარტივებასა და საზღვრებზე ლოდინის დროის შემცირებაზე მუშაობენ
28 სექტემბრიდან საქართველოში ამინდი გაუარესდება, მოსალოდნელია ძლიერი ნალექი, სეტყვა და შტორმი
პეტრე ცისკარიშვილი 1-ელ ოქტომბერს რიყის პარკში აქციას აანონსებს და მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას მოითხოვს
მიხეილ სააკაშვილი: ვერ დაგვაჩმორებენ, არ დავჩმორდებით, ჩვენ არ ვართ ჩმორები!

"იტალიური ღვინო სჯობს თუ სხვაო? ხვიჩამ კი ქართულ ღვინოზე თქვა..." - დღემდე უცნობი ფაქტები კვარაცხელიას შესახებ

ნახვები: 606 "იტალიური ღვინო სჯობს თუ სხვაო? ხვიჩამ კი ქართულ ღვინოზე თქვა..." - დღემდე უცნობი ფაქტები კვარაცხელიას შესახებ

რუსულმა "სპორტ-ექსპრესმა" შემოგვთავაზა სტატია, სადაც ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ უცნობი ფაქტებია ნახსენები, როდესაც ის ჯერ კიდევ ყაზანის "რუბინში" ასპარეზობდა.

გთავაზობთ საინტერესო ნაწყვეტებს სტატიიდან, რომელიც ალბათ ბევრ თქვენგანს არ ეცოდინება:

არ სვამს, მაგრამ ქართული ღვინო საუკეთესოდ მიაჩნია

 
"ხვიჩა საერთოდ არ სვამს ალკოჰოლს. ერთხელ "რუბინში" იკამათეს, რომელი ღვინო სჯობს, იტალიური თუ რომელიმე სხვაო?!


ხვიჩამ მაშინვე ქართული პროდუქციის სასარგებლოდ დაიწყო საუბარი და მის მშობლიურ ღვინოზე თქვა: "სახლშიც კი არ ვსვამ, მაგრამ ვიცი, რომ მსოფლიოში ქართული ღვინო საუკეთესოა!". საინტერესოა, რომ ფეხბურთელის მამა ბადრი კვარაცხელია მეღვინეა...

უარი შეთავაზებულ კონტრაქტებზე

 
ალბათ, ყველას უკვირს, რომ რუსეთის ჩემპიონატის ერთ-ერთ საუკეთესო მოთამაშეს არ ჰქონდა გაფორმებული კონტრაქტი მსოფლიოს წამყვან ბრენდებთან.


Nike, Puma Adidas-ი მას კონტრაქტებს სთავაზობდნენ, თუმცა მხოლოდ იმ პირობით, რომ ბუცებით მოამარაგებდნენ. ასევე, მაღაზიების ხაზში აღჭურვილობის მიღების შესაძლებლობა ექნებოდა, რაზეც ქართველი არ დათანხმდა. მას მიაჩნდა, რომ როდესაც ევროპული და მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავი გახდებოდა, უკეთეს პირობებს შესთავაზებდნენ.
ალბათ, "ნაპოლიში" ასეთი სეზონის შემდეგ "კვარა" საბოლოოდ მიიღებს შეთავაზებებს ტექნიკური სპონსორებისგან, რაც მოიცავს არამხოლოდ ბუცებისა და სხვა აღჭურვილობების მიცემას. 
ხინკლის სიყვარული

 კვარაცხელიას სისუსტე ხინკალია. ამიტომ, როდესაც მას და ზურიკოს ბაზაზე ჩვეულებრივი მენიუ ბეზრდებოდათ, რეგულარურად ხინკალს იძახებდნენ.

ხვიჩა ყაზანში ერთ-ერთი რესტორნის ხშირი სტუმარიც იყო, სადაც ქართველები მუშაობდნენ და ხინკალს ამზადებდნენ.

კვარაცხელიამ ამ ადამიანებთან ახლო მეგობრული ურთიერთობა დაამყარა და ხინკალს მხოლოდ მათგან ყიდულობდა.

sportall.ge

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა