თინა ბოკუჩავა - რა თქმა უნდა, ვრჩები „ნაციონალურ მოძრაობაში“
ვოლოდიმირ ზელენსკი - თუ უკრაინა დაიწვება, მაშინ თქვენი მოსკოვიც დაიწვება
ელენე ხოშტარია - გუშინ, ბრიფინგის შემდეგ ჩემთან იყო კომუნიკაცია ციხის ადმინისტრაციის მხრიდან - ჯერ არანაირი კონკრეტული ნაბიჯები არ გადადგმულა, არც მკურნალ ექიმთან ყოფილა შეხვედრა, მაგრამ დამპირდნენ, რომ იქნება
დონალდ ტუსკი - რუსი სატირიკოსი მხატვრის, ფსევდონიმით ცნობილ სემიონ სკრეპეცკის მკვლელობაში ეჭვმიტანილი დაკავებულია - ის საქართველოს პასპორტს იყენებს
Russian forces lose another 1,370 troops and four air defense systems in war against Ukraine
Zelensky holds trilateral talks with Trump and Macron
U.S. releases text of official agreement with Iran
დრონებით თავდასხმის გამო მოსკოვის აეროპორტებში შეზღუდვები დაწესდა

გიორგი სააკაშვილი:მიშა უკვე 68 კილოგრამს იწონის და ეტლში ზის, შეგნებულად კლავენ, ამას ვერასდროს შევეგუებით

27.01.2023 ნახვები: 590

გუშინ მოვისმინეთ ბატონ რატი ბრეგაძის განცხადება, თითქოს განსაკუთრებული არაფერი ხდება და ისევ იმ რიტორიკას აგრძელებენ, რომ ეს არის სიმულაცია, რათა როგორმე დაძვრეს მიშა სააკაშვილი პატიმრობიდან. კიდევ ერთხელ მივმართავ ხელისუფლებას: კმარა ასეთი მიდგომა ადამიანების მიმართ, - ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის ძმამ, გიორგი სააკაშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოში განაცხადა, სადაც მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების, ან სასჯელისგან გათავისუფლებასთან დაკავშირებით პროცესი მიმდინარეობს.

გიორგი სააკაშვილი გამოეხმაურა ბრეგაძის განცხადებას იმის შესახებ, რომ სამხარაულის ბიუროს დასკვნის თანახმად, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით ცენტრ „ემპათიას“ მიერ გამოტანილი დიაგნოზები სარწმუნო და უტყუარი არ არის.

„ჩვენ ვხედავთ, რომ სასამართლო პროცესებზე დაიკითხნენ ამერიკელი ექსპერტები და ძირფესვიანად ახსნილი იყო მიშას მდგომარეობა. მოსამართლემ არსებულ პირობებში გადაწყვეტილება უნდა მიიღოს და მინიმუმ სასჯელის გადავადება უნდა მოხდეს. სახელმწიფოს მხრიდან გაკეთებული განცხადებით აჩვენებენ, რომ მიშა სააკაშვილი თავს კარგად გრძნობს. ვსვამ კითხვას, ადამიანი უკვე 68 კილოგრამს იწონის. ჩვენ ვხედავთ მისი მდგომარეობა დღითიდღე როგორ უარესდება და რას ვიღებთ სახელმწიფოსგან? ის ყოველთვის უნდა იყოს გარანტი თითოეული მოქალაქის კეთილდღეობაზე. ჩვენ ვხედავთ, რომ მიხეილ სააკაშვილს შეგნებულად კლავენ, ამას ვერასდროს შევეგუებით, ვიბრძოლებთ ბოლომდე და დარწმუნებული ვარ, რომ შედეგს მივაღწევთ. თუ ამას აქ ვერ მივაღწევთ, ბრძოლას აუცილებლად გავაგრძელებთ სტრასბურგში.

მიშა ბოლოს ახალ წლამდე მოვინახულე, მას შემდეგ მისი მონახულების საშუალება აღარ მეძლევა, თუმცა მაშინაც მისი მდგომარეობა საკმაოდ რთული იყო და ძლივს გადაადგილდებოდა დამხმარე საშუალებებით. დღეს ის ეტლში ზის, რაც ჩვენთვის კატასტროფის ტოლფასია. გუშინ მოვისმინეთ ბატონ რატი ბრეგაძის განცხადება, რომ „ემპათიას“ ალტერნატიული ჯგუფი შეიქნა, სამხარაულის ბიუროში ჩაატარეს გამოკვლევები, თითქოს განსაკუთრებული არაფერი ხდება და ისევ იმ რიტორიკას აგრძელებენ, რომ ეს არის სიმულაცია, რათა როგორმე დაძვრეს მიშა სააკაშვილი პატიმრობიდან. კიდევ ერთხელ მივმართავ ხელისუფლებას: კმარა ასეთი მიდგომა ადამიანების მიმართ. მართლა სირცხვილია, მთელი მსოფლიო გვიყურებს და რას ვაკეთებთ? ადამიანს ვკლავთ ციხეში“, - განაცხადა გიორგი სააკაშვილმა.

 

იუსტიციის მინისტრი - მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით „ემპათიას“ დიაგნოზები სარწმუნო და უტყუარი არ არის

კოკა კაციტაძე - იმედი გვაქვს, მიხეილ სააკაშვილის დაცვის მხარე საბოლოო ჯამში დაგვთანხმდება ნიმუშების აღებაზე და კითხვებს პასუხი გაეცემა

გიული ალასანია: მიხეილ სააკაშვილი ინვალიდის ეტლში ზის და ორ ნაბიჯსაც ვერ დგამს, ეს საშუალო სიმძიმის პაციენტია?

მარიამ ჯიშკარიანი: მოვამზადებთ დასკვნის დასკვნის დასკვნას - რატი ბრეგაძე მიიღებს საკადრის პასუხს

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა