Ukraine marks Territorial Defense Day
War update: 204 combat clashes on front lines in past day, most on Pokrovsk axis
German chancellor arrives in Kyiv on surprise visit
Working body to be set up under NSDC to identify bodies of fallen defenders
Zelensky awards Hero of Ukraine title to Sergeant Oleksii Kapeliushnyi
We will waste time if we play around with Russian compromises – Zelensky
Wave of hybrid attacks in Europe is attempt to intimidate population – Zelensky
Ukraine to cover current financial deficit by end of year – president

გიული ალასანია: მიხეილ სააკაშვილი ინვალიდის ეტლში ზის და ორ ნაბიჯსაც ვერ დგამს, ეს საშუალო სიმძიმის პაციენტია?

ნახვები: 681 გიული ალასანია: მიხეილ სააკაშვილი ინვალიდის ეტლში ზის და ორ ნაბიჯსაც ვერ დგამს, ეს საშუალო სიმძიმის პაციენტია?

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედის, გიული ალასანიას თქმით, სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნა, რომ ცენტრ „ემპათიას“ დასკვნა სარწმუნო არ არის, „ძალიან არადამაჯერებელია“.

როგორც გიული ალასანიამ „ვივამედში“, ჟურნალისტებთან აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილი ეტლით გადაადგილდება და მისი მდგომარეობა კლინიკაში შესვლიდან დღემდე, ძალიან შეიცვალა.

„ჩემთვის სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნა მაინცდამაინც დამაჯერებელი არ არის. მათ მოსაზრებას უამრავი არგუმენტი სჭირდება. ის, რასაც მანამდე სხვა ექიმებისა და ექსპერტებისაგან თვეების განმავლობაში ვისმენდით, ყველაფერი დასაბუთებული იყო. ყველას გვარი და სახელი ვიცოდით. გვახსოვს, რამდენი კონსილიუმი შეიქმნა, რამდენად მაღალი დონის პროფესიონალებმა მიიღეს მონაწილეობა. გარდა უცხოელი ექსპერტებისა, საქართველოდან ძალიან მაღალი დონის სპეციალისტები იყვნენ და ისინი შეთანხმდნენ იმ დიაგნოზებზე, რომლებიც დღეს გვაქვს.

გარდა ამისა, გვახსოვს, მიხეილ სააკაშვილი ამ დაწესებულებაში რა მდგომარეობით შემოვიდა. ფეხზე იდგა და ნორმალური ადამიანი იყო. ახლა ინვალიდის ეტლში ზის, ორ ნაბიჯსაც ვერ დგამს და მე მეუბნებით, რომ ეს საშუალო სიმძიმის პაციენტია?“, - განაცხადა გიული ალასანიამ.

მისი თქმით, ის ენდობა პროფესიონალებს, რომლებმაც „ემპათიას“ მიერ მომზადებულ დასკვნას ხელი მოაწერეს.

„ამ დასკვნას ძალიან ბევრმა პროფესიონალმა მოაწერა ხელი და იმ ექიმებს მე ძალიან ვენდობი“, - განაცხადა გიული ალასანიამ.

 

იუსტიციის მინისტრი - მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით „ემპათიას“ დიაგნოზები სარწმუნო და უტყუარი არ არის

კოკა კაციტაძე - იმედი გვაქვს, მიხეილ სააკაშვილის დაცვის მხარე საბოლოო ჯამში დაგვთანხმდება ნიმუშების აღებაზე და კითხვებს პასუხი გაეცემა

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა