თურქეთი, საქართველო და აზერბაიჯანი სატრანზიტო პროცედურების გამარტივებასა და საზღვრებზე ლოდინის დროის შემცირებაზე მუშაობენ
28 სექტემბრიდან საქართველოში ამინდი გაუარესდება, მოსალოდნელია ძლიერი ნალექი, სეტყვა და შტორმი
პეტრე ცისკარიშვილი 1-ელ ოქტომბერს რიყის პარკში აქციას აანონსებს და მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას მოითხოვს
მიხეილ სააკაშვილი: ვერ დაგვაჩმორებენ, არ დავჩმორდებით, ჩვენ არ ვართ ჩმორები!
WSJ: Russia offers USD 20 M reward for information on Magyar's whereabouts
Biletsky: 3rd Army Corps liberates Nove, Ridkodub and Katerynivka in Operation “Vivaldi”
War update: 229 combat clashes on front lines in past 24 hours
Russia's war casualty toll in Ukraine up by over 2,000 over past day

მაკა გიორგობიანი - ეს გამარჯვება ქართული ფიგურული ციგურაობის ისტორიისთვის უმნიშვნელოვანესია

ნახვები: 609 მაკა გიორგობიანი - ეს გამარჯვება ქართული ფიგურული ციგურაობის ისტორიისთვის უმნიშვნელოვანესია

გუბანოვამ მოკლე და თავისუფალ პროგრამაში შესანიშნავად იასპარეზა, ჯამში 199.10 ქულა დააგროვა და ევროპის ჩემპიონი გახდა.

საქართველოს პირველი არხი ფიგურული ციგურაობის ფედერაციის პრეზიდენტს, მაკა გიორგობიანს დაუკავშირდა, რომელიც ფინეთის ქალაქ ესპოოში ევროპის ჩემპიონატზე იმყოფება.

„ეს წარმატება არის უმნიშვნელოვანესი ზოგადად ქართული ფიგურული ციგურაობის ისტორიისთვის და ასევე უმნიშვნელოავანესია ჩვენი ფედერაციის მომავლისათვის.

ბრძოლა ურთულესი, დაძაბული და კონკურენტული იყო. ამ ფაქტორების მიუხედავად, ანასტასიამ ყველაფერი გააკეთა. ეს არ იყო მხოლოდ ფიზიკური ბრძოლა, აქ იყო ურთულესი ფსიქოლოგიური ჭიდილიც, მაგრამ ამ ყველაფრის ფონზე ჩვენი ქვეყნის სახელი გავიტანეთ ყველაზე მაღალ საფეხურზე.

„მადლობა“, – ევროპის ჩემპიონატზე მიღწეული ტრიუმფის შემდეგ ეს იყო ის პირველი სიტყვა, რაც მე ანასტასია გუბანოვას ვუთხარი. ეს გამარჯვება, პირველ რიგში, ანასტასიას თავდაუზოგავი შრომის შედეგია.“

დღეს მოგვიანებით ასევე ყინულზე გავლენ მოცეკვავე წყვილები – გიორგი რევია და მარია კაზაკოვა, რომლებიც პირველი გამოსვლის შემდეგ მე-8 ადგილზე არიან. ევროპის ჩემპიონატზე ინდივიდუალურ ასპარეზობაში ასევე მიიღეს მონაწილეობა ნიკა ეგაძემ და მორის ყვითელაშვილმა, რომლებიც, შესაბამისად, მე-7 და მე-16 ადგილზე გავიდნენ.

#1TVSPORT

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა