18 ივლისს, გეგე დადიანის რომანის „ის აქ არის - ანგელოზის კაშკაშა ღამე“ წარდგენა გაიმართება
მანჩესტერის ყოფილი მერი ენდი ბერნჰემი „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი გახდა — ვინ არის დიდი ბრიტანეთის სავარაუდო მომავალი პრემიერ-მინისტრი?
ზურაბ ჩხაიძე: მურთაზ ზოდელავას მდგომარეობა სტაბილურია, ინსულტზე საუბარი არ არის
სააკაშვილი: მურთაზ ზოდელავამ ციხეში ორჯერ ინსულტი გადაიტანა და მძიმე მდგომარეობაში „ვივამედში“ გადაიყვანეს
ტრამპის ადმინისტრაცია უცხოელი სტუდენტებისა და ჟურნალისტებისთვის აშშ-ის ვიზების წესებს ამკაცრებს
War update: Nearly 250 battles on front lines; Russians attack most intensely in three sectors
Unmanned Systems Forces strike 159 vessels of Russia’s shadow fleet in 12 days
Russian army loses another 1,370 troops and helicopter in war against Ukraine over past 24 hours

პეტრე ცისკარიშვილი - არ მესმის, ჩვენი პარტიის შიგნით რატომ უნდა იყოს საერთო ენის გამონახვა პრობლემა

30.01.2023 ნახვები: 521

პარტიისწევრებს შორის საერთო ენის გამონახვის პრობლემა არ იქნება, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, პეტრე ცისკარიშვილმა განაცხადა. 

მისისვე თქმით, ბოლო პერიოდში დაძაბული, კონკურენტული გარემოს მიუხედავად, აუცილებლად გამონახავენ თანამშრომლობის ფორმას და ერთიანად განაგრძობენ ბრძოლას.

„რამდენიმე ჩვენმა თანაგუნდელმა „ნაციონალური მოძრაობიდან“ თანამდებობები დატოვეს, თუმცა ისინი რჩებიან პარტიაში. ჩვენ მათთან აუცილებლად გამოვნახავთ სათანამშრომლო ფორმას, საერთო ენას რეჟიმის წინააღმდეგ ერთად საბრძოლველად. ბოლო რამდენიმე კვირა, ცხადია, დაძაბული, კონკურენტული გარემო იყო, ასე ხდება დასავლური ცივილიზაციის, ღრმა დემოკრატიის მქონე ქვეყნებში. იქაც არის დაძაბულობა და კონკურენცია, დაპირისპირება და ბრალდებები. სხვადასხვა პარტიას, რომლებიც წლების განმავლობაში ყოფილან ერთმანეთთან დაპირისპირებული, მათაც კი გამოუნახავთ საერთო ენა და არ მესმის, ჩვენი პარტიის შიგნით რატომ უნდა იყოს საერთო ენის გამონახვა პრობლემა“, – განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.

პეტრე ციკარიშვილის განცხადებით, პარტიას აქვს პოტენციალი, იყოს გაძლიერებული, რაც მაქსიმალურად უნდა გამოიყენონ.

„ზოგადი გეგმა არის, რომ პარტია იყოს ძლიერი –  „ნაციომალური მოძრაობა“ თავისი წევრებით და სტრუქტურით ყველა ასპექტეში უნდა იყოს გაძლიერებული. პარტიას ამის პოტენციალი აქვს, რადგან საქართველოში ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიაა. ეს პოტენციალი მაქსიმალურად უნდა ავითვისოთ. ქუჩის აქციები და პროტესტი შემდეგში მოდის ბუნებრივად, როდესაც ხელისუფლება შემხვედრ ნაბიჯს არ დგამს, რასაც ხალხი და ოპოზიცია მისგან ითხოვს. მაშინ ჩნდება ბუნებრივი ქუჩის პროტესტი, აქცია რუსთაველზე თუ სხვა ქალაქში. ხელოვნურად დაგეგმილი აქციები ეფექტური არ არის. შეიძლება, სიმბოლური დატვირთვა ჰქონდეს აქციას, სთხოვო მხარდამჭერებს და შეკრიბო, გამოხატო პროტესტი, მაგრამ მძალვრი ქუჩის პროტესტი არის მაშინ, როდესაც ეს მოდის ქვევიდან ზევით. მაშინ არა, როცა პარტიის თავმჯდომარე კარნახობს, არამედ ხალხის მოთხოვნა არის და პარტია იმდენად ძლიერია, რომ ამის ორგანიზებას ეფექტურად ახერხებს. როცა კაბინეტში შეკეტილი ხარ, ცენტრალურ ბრძანებებს ელი, ერთ მშვენიერ დღეს აქცია ხომ არ დაგვეგგემაო, ასე დიდი, მძლავრი და ეფექტური აქციის გაკეთება შეუძლებელია. შენ უნდა შეამზადო სიტუაცია, ატმოსფერო უნდა იყოს გაჟღენთილი პროტესტით, რომ ხალხი გამოგყვეს. ამას ძლიერი პარტია სჭირდება“, – აღნიშნა პეტრე ცისკარიშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა