თურქეთი, საქართველო და აზერბაიჯანი სატრანზიტო პროცედურების გამარტივებასა და საზღვრებზე ლოდინის დროის შემცირებაზე მუშაობენ
28 სექტემბრიდან საქართველოში ამინდი გაუარესდება, მოსალოდნელია ძლიერი ნალექი, სეტყვა და შტორმი
პეტრე ცისკარიშვილი 1-ელ ოქტომბერს რიყის პარკში აქციას აანონსებს და მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას მოითხოვს
მიხეილ სააკაშვილი: ვერ დაგვაჩმორებენ, არ დავჩმორდებით, ჩვენ არ ვართ ჩმორები!
WSJ: Russia offers USD 20 M reward for information on Magyar's whereabouts
Biletsky: 3rd Army Corps liberates Nove, Ridkodub and Katerynivka in Operation “Vivaldi”
War update: 229 combat clashes on front lines in past 24 hours
Russia's war casualty toll in Ukraine up by over 2,000 over past day

მამუკა მდინარაძე - ნებისმიერი ერთი არასწორი ნაბიჯის გადადგმა პასუხგაცემული იქნება

ნახვები: 607 მამუკა მდინარაძე - ნებისმიერი ერთი არასწორი ნაბიჯის გადადგმა პასუხგაცემული იქნება

"ნაციონალური მოძრაობა" კატეგორიულად უარყოფდა საქართველოს ომში ჩართვის სურვილს, ამავდროულად იმუქრება ქვეყნის შიგნით სამოქალაქო ომით და სისხლისღვრით. შემიძლია ყველა დავარწმუნო, რომ ნებისმიერი ერთი არასწორი ნაბიჯის გადადგმა პასუხგაცემული იქნება კანონის ყველა მოთხოვნით, - ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ პარტიის ოფისში განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, „როგორ შეაფასებს „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან ომის მუქარას“.

როგორც ის განმარტავს, საყურადღებოა რადიკალური და სიძულვილით სავსე რიტორიკა, რაც ომისკენ მოწოდებებს შეეხება.

"ნება მათია, აირჩიეს ხაბეიშვილი, პოლიტსაბჭო. ახმოვანებენ ომის მოწოდებებს. ყველაზე მთავარია ის კოორდინაცია, საერთო და დალაგებული მესიჯი, ასევე ის, თუ ვინ ახმოვანებინებს ამ მესიჯებს. დღემდე კატეგორიულად უარყოფდნენ საქართველოს ომში ჩართვის სურვილს, ამავდროულად იმუქრებიან ქვეყნის შიგნით სამოქალაქო ომით და სისხლისღვრით. პირდაპირი მუქარა აქვთ, რომ ომი იქნება საქართველოში. ამასთან, ემიჯნებიან, არა ჩვენ ომზე არ ვსაუბრობთო და ამ დროს, შიგნით იქნება ომიო, ქართველებს ემუქრებიან ომით. ის კოორდინაცია და მასშტაბი, რა კოორდინაციითაც ისინი ამ მესიჯებს ალაგებენ ყურადსაღებია, მაგრამ ამის აღსრულების რესურსი საბედნიეროდ მათ არ გააჩნიათ. საყურადღებოა რადიკალური და სიძულვილით სავსე რიტორიკა, რაც პირდაპირ ომისკენ მოწოდებებს შეეხება. საზოგადოება ამასთან დაკავშირებით დასკვნებს გამოიტანს. შემიძლია ყველა დავარწმუნო, რომ ნებისმიერი ერთი არასწორი ნაბიჯის გადადგმა პასუხგაცემული იქნება კანონის ყველა მოთხოვნით",- აღნიშნა მდინარაძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა