Reuters: აშშ რუსული დიზელის იმპორტის დაშვებით პუტინის მოლაპარაკებების მაგიდასთან დაბრუნებას ცდილობს
Russia loses another 1,390 troops in one day in war against Ukraine
Trump comments on Russia's violation of energy truce
Merz opposes Trump's diesel deal with Putin and assures Zelensky of Germany's support
Energy truce must be respected by both sides, says Kallas
Another 11 children return to Ukrainian-controlled territory
Russian mines injure 1,739 civilians, including 178 children, since start of full-scale war
Zelensky: US has power and means to compel Russia to agree to real energy truce

ირაკლი ზარქუა - კონსტიტუცია პროტესტის გამოხატვის შესაძლებლობას იძლევა, თუმცა მიუღებელია ოჯახებში მივარდნა

ნახვები: 541 ირაკლი ზარქუა - კონსტიტუცია პროტესტის გამოხატვის შესაძლებლობას იძლევა, თუმცა მიუღებელია ოჯახებში მივარდნა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ირაკლი ზარქუას განცხადებით, კანონი პროტესტის გამოხატვის შესაძლებლობას იძლევა, თუმცა მიუღებელია ოჯახებში მივარდნა და წითელი ხაზების გადაკვეთა.

ირაკლი ზარქუა მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლების აქციას გამოეხმაურა.

„ჩვენი კონსტიტუცია გარკვეულ ჯგუფებს უფლებას აძლევს, პროტესტი გამოხატოს, თუმცა მიუღებელია ოჯახებში მივარდნები, ყვირილი და ეს მარაზმი. ჩვენ ეს ხომ გავიარეთ, ხომ დავგმეთ და ვთქვით, რომ მიუღებელია. კიდევ მეტი უბედურებაა ამაში შვილების ჩართვა. მათ შორის მოსამართლის და პრემიერის შვილებზე იყო საუბარი და ბულინგის მცდელობა. ხელმოცარულები. მათ აქვთ შესაძლებლობა, რომ თავიანთი პროტესტი სხვა ადგილებში გამოხატონ და დაივიწყონ ეს მიდგომა. უკვე მათ მომხრეებში გაჩნდა ნიჰილისტური დამოკიდებულება ამ საქციელის მიმართ, სოციალურ ქსელში ბევრი გაემიჯნა და სწორია. მიუღებელია ოჯახებში მივარდნა, არაფერში წერია. ეს არის ის წითელი ხაზი, რაც არ უნდა გადაკვეთონ და თუ გადაკვეთთ, დარჩებით ასეთი ხელმოცარულები, როგორც აქამდე დარბიხართ“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა