MI5-ის ხელმძღვანელი: რუსეთი მთავარი აგრესორია, უცხო სახელმწიფოებიდან მომდინარე საფრთხეები კი ბოლო ათწლეულში ოთხჯერ გაიზარდა
გოჩა მირცხულავა: ოპოზიციური პარტიების აკრძალვის დაჩქარების უკან შესაძლოა მნიშვნელოვანი სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილება იდგეს
ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საქმეზე საკონსტიტუციო სასამართლოში სხდომები 21, 22 და 23 ოქტომბერს გაიმართება - ოპოზიციონერები პროცესის დაჩქარებაზე საუბრობენ
4 ოქტომბრის საქმეზე მურთაზ ზოდელავას, ლაშა ბერიძეს, გური ჟვანიასა და ირაკლი ჩხვირკვიას საპროცესო შეთანხმება გაუფორმდებათ
მანანა კობახიძეს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის უფლებამოსილება ვადაზე ადრე შეუწყდა - გადაწყვეტილება პირადი განცხადების საფუძველზე მიიღეს
თამარ ონიანი: ვენეციის კომისიის შეფასებით, „გრანტების შესახებ“ კანონში ცვლილებები საქართველოს სუვერენიტეტის დაცვის ნაცვლად, მის შერყევის საფრთხეს ქმნის
ალეკო ელისაშვილი: 2 ოქტომბერს რუსთავის ციხეში ნამდვილი ბუნტი იყო, დაახლოებით 20 პატიმარი გაიყვანეს და სცემეს
სალომე ზურაბიშვილი: საქართველოს პოლიტიკური კრიზისის გადაწყვეტა ნაწილობრივ უკრაინის გამარჯვებაზეა დამოკიდებული - არ უნდა გვეშინოდეს რუსეთის მარცხის

გია ვოლსკი - სააკაშვილი გამოყენებულია როგორც მექანიზმი, რეალურად არავის მისთვის სიკეთე არ უნდა

ნახვები: 539 გია ვოლსკი - სააკაშვილი გამოყენებულია როგორც მექანიზმი, რეალურად არავის მისთვის სიკეთე არ უნდა

სააკაშვილი გამოყენებულია როგორც მექანიზმი, ინსტრუმენტი, შეცოცებული არიან ყველანი სააკაშვილზე და ცდილობენ პოლიტიკური დივიდენდი მიიღონ მისგან, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან პარლამენტის პირველმა ვიცე- სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა.

ვოლსკი ოჯახის მიერ ლობისტური კომპანიის დაქირავების შესახებ ინფორმაციას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ როცა თანხა კანონიერია, შეუძლიათ ლობისტურ კომპანიებშიც დახარჯონ, თუმცა, როგორც ვოლსკი აღნიშნავს, ეს თანხები საქართველოს დისკრედიტაციისთვის იხარჯება.

"მიხეილ სააკაშვილმა პრეზიდენტობის პერიოდში საკუთარ ოჯახს საკმაოდ დიდი ქონება გადასცა, ამ თანხას რაც ლობისტურ კომპანიას გადაუხადეს, ეს წარმომავლობა აქვს თუ სხვა, ან გიული ალასანიას გარდერობს ეს წარმომავლობა აქვს თუ სხვა, მე არ ვიცი.

ადამიანებს, ვისაც კანონიერად გააჩნიათ თანხა, შეუძლიათ კანონიერად ხარჯონ მათ შორის, ლობისტურ კომპანიებში, მაგრამ როცა საუბრობ იმაზე, რომ ადამიანი ცუდად არის, არ ჩამოგყავს ექიმი, არც იურისტი, არ გადიხარ კონსულტაციას ექსპერტებთან, არც ექსპერტიზას ატარებ და მილიონ დოლარს ხარჯავ იმისთვის, რომ პროპაგანდა გაუწიო შენი შვილის ცუდად ყოფნას, ეს რასაკვირველია ეჭვებს აღძრავს. საიდან მოდის თანხა არ ვიცი, თანხა სოლიდურია და გამოყენებულია იმისთვის, რომ საქართველოს დისკრედიტაცია მოახდინონ. რაც მთავარია, სააკაშვილი თავად გამოყენებულია როგორც მექანიზმი, ინსტრუმენტი, რომ თავის პოლიტიკური გეგმები შეასრულონ და შეცოცებული არიან ყველანი სააკაშვილზე, ცდილობენ პოლიტიკური დივიდენდი მიიღონ მისგან. მაგრამ რეალურად არავის მისთვის სიკეთე არ უნდა, რაც უფრო ცუდად იქნება და მუდმივად ეს ინსტრუქცია აქვს ალბათ თავის პოლიტიკური თანამებრძოლებისგან, მათთვის უკეთესი იქნება,"- განაცხადა ვოლსკიმ.

ცნობისთვის, „რუსთავი 2“-ის ინფორმაციით, აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ვებგვერდზე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სააკაშვილის ოჯახმა ლობისტურ კომპანიას 917,177.44 აშშ დოლარი გადაუხადა.

„აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ვებგვერდზე მიხეილ სააკაშვილის მიერ დაქირავებული ლობისტური კომპანიის Akerman LLP-ის საქმიანობის შესახებ ინფორმაცია ვრცელდება, საიდანაც ირკვევა, რომ ლობისტურმა ჯგუფმა სამედიცინო ექსპერტებს დასკვნების სანაცვლოდ სოლიდური თანხა ($284,784 აშშ დოლარი) გადაუხადა.

აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის მონაცემების მიხედვით, ამერიკული იურიდიული კომპანია Akerman LLP საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას ლობირებს. 3 თებერვლით გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ ადვოკატი მასიმო დიანჯელო უკვე 2022 წლის ივლისიდან მუშაობს სააკაშვილის ლობისტად, რაშიც, ჯამში, მისმა კომპანიამ $917,177.44 აშშ დოლარი მიიღო. ლობისტებთან გაფორმებულ სოლიდურ კონტრაქტს მიხეილ სააკაშვილის დედა გიული ალასანია აწერს ხელს“, - ნათქვამია „რუსთავი 2“-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა