ირაკლი ფავლენიშვილი: შსს-მ რიყის პარკში აქციის ჩატარებაზე უარი გვითხრა, თუმცა 1-ელ ოქტომბერს მაინც შევიკრიბებით
მარკო რუბიო: ირანის მმართველებს აპოკალიფსური ხედვა აქვთ, ასეთ ადამიანებს ბირთვული იარაღი არასდროს უნდა ჰქონდეთ
გელა ხასაიამ ერთწლიანი პატიმრობის შემდეგ საპატიმრო დატოვა: არაფრის შეცვლას არ ვაპირებ, იმავეს გავაკეთებ
ტრამპი უარყოფს, რომ ირანს სანქციების შემსუბუქება შესთავაზა: არაფერი შემითავაზებია, Axios-ის ინფორმაცია სიცრუეა
თურქეთი, საქართველო და აზერბაიჯანი სატრანზიტო პროცედურების გამარტივებასა და საზღვრებზე ლოდინის დროის შემცირებაზე მუშაობენ
28 სექტემბრიდან საქართველოში ამინდი გაუარესდება, მოსალოდნელია ძლიერი ნალექი, სეტყვა და შტორმი
პეტრე ცისკარიშვილი 1-ელ ოქტომბერს რიყის პარკში აქციას აანონსებს და მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას მოითხოვს
მიხეილ სააკაშვილი: ვერ დაგვაჩმორებენ, არ დავჩმორდებით, ჩვენ არ ვართ ჩმორები!

შარლ მიშელი ზელენსკის - ომის მიუხედავად, რეფორმებში პროგრესი შთამბეჭდავია

ნახვები: 606 შარლ მიშელი ზელენსკის - ომის მიუხედავად, რეფორმებში პროგრესი შთამბეჭდავია

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის განცხადებით, უკრაინაში ომის დაწყების დღიდან ევროკავშირმა გააცნობიერა, რამდენად მნიშვნელობა აქვს ერთიანობას და საჭირო იყო  უკრაინელი ხალხისადმი მტკიცე მხარდაჭერის დემონსტრირება.

აღნიშნულის შესახებ შარლ მიშელმა ევროკავშირის სამიტში მონაწილეობის შემდეგ ვოლოდიმირ ზელენსკისთან და ურსულა ფონ დერ ლაიენთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„ეს არის საკმაოდ გამორჩეული შეხვედრა ევროკავშირის საბჭოში. ბევრი ჩვენგანისთვის ეს იყო ემოციური შეხვედრა, რადგან ჩვენ, ყველას გვახსოვს გასული წლის 24 თებერვალს გამართული ევროპული საბჭოს საგანგებო სხდომა, რუსეთის ინტერვენციის დაწყებიდან რამდენიმე საათში. პრეზიდენტმა ზელენსკიმ მაშინ ევროკავშირის 27 წევრის ლიდერს ვირტუალურად მიმართა და ისაუბრა თავისი ქვეყნისა და თავის ბედზე. გასული წლის 24 თებერვლის ეს სხდომა იყო გარდამტეხი მომენტი ევროპის ისტორიაში. ჩვენ დაუყოვნებლივ გავაცნობიერეთ, რომ ევროპის ისტორიისა და უსაფრთხოების ახალი ეტაპის წინაშე ვდგავართ. გავაცნობიერეთ, რამდენად მნიშვნელობა აქვს ერთიანობას და რომ გვჭირდებოდა უკრაინელი ხალხისადმი მტკიცე მხარდაჭერის დემონსტრირება“, – განაცხადა შარლ მიშელმა.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის თქმით, ევროკავშირს მიაჩნია, რომ უახლოესი კვირები და თვეები იქნება გადამწყვეტი მნიშვნელობის, ამიტომ საჭიროა, რომ ევროკავშირმა უკრაინას მაქსიმალური მხარდაჭერა აღმოუჩინოს.

„მომავალი კვირები და თვეები სავარაუდოდ გადამწყვეტი იქნება. ვინაიდან ეს კვირები იქნება გადამწყვეტი, ყოყმანის დრო არ არის. დროა, შევინარჩუნოთ რაციონალურობა. მაქსიმალური მხარდაჭერის დროა“, – განაცხადა მიშელმა.

შარლ მიშელის თქმით, უკრაინის ლიდერმა საბჭოს სხდომაზე მშვიდობის ფორმულა ჩამოიტანა. მისივე თქმით, ევროკავშირი განიხილავს მშვიდობის სამიტის ორგანიზების საკითხს.

ასევე შარლ მიშელმა პრესკონფერენციაზე უკრაინის ევროინტეგრაციაზე ისაუბრა.

„ომის მიუხედავად, თქვენ დიდი სიმტკიცით დაიწყეთ რეფორმები. შთამბეჭდავია პროგრესი, რომელსაც რამდენიმე თვეში მიაღწიეთ. ვიცით, რომ ზაფხულში იქნება ევროკომისიის ანგარიში. ჩემი პასუხისმგებლობა იქნება, რომ საბჭომ შეასრულოს თავისი პასუხისმგებლობა და ევროკომისიის ანგარიშის საფუძველზე ჩვენ შევძლებთ გადაწყვეტილების მიღებას ინტეგრაციის პროცესის გაგრძელებასთან დაკავშირებით“, – განაცხადა მიშელმა.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის თქმით, ევროკავშირის სამიტის დღის წესრიგშია რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეათე პაკეტი. როგორც მიშელმა აღნიშნა, სამართლიანი იქნებოდა გაყინული რუსული აქტივების უკრაინის რეკონსტრუქციის დასაფინანსებლად და სამართლიანი, ლეგიტიმური კომპენსაციის გადასახდელად გამოყენება.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა