ჟურნალისტი ვახო სანაია საკუთარ საცხოვრებელ სახლთან დააკავეს – „ჩვენ არ გავჩუმდებით, რამდენი პატიმრობაც უნდათ, იმდენი გამოწერონ“
ირაკლი ღარიბაშვილის საქმის განხილვა ღია რეჟიმში ჩატარდება – სასამართლომ პროკურატურის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა
რომან გოცირიძე: ციფრული ფული გარდაუვალი განვითარებაა, თუმცა სახელმწიფოს მოქალაქეთა ფინანსებზე კონტროლის დამატებით ბერკეტებსაც აძლევს
ჟურნალისტ ვახო სანაიას სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული სამი პოსტის გამო 30-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა
Ukraine reports 204 frontline clashes in past 24 hours, with heaviest fighting in Pokrovsk and Kostiantynivka sectors
Zelensky: Ready to meet with U.S. negotiators
Trump: “My stance on Russia is very simple” as he explains recent actions
Russian missile attack on Kyiv kills one person and injures three others

ლევან ხაბეიშვილი - კობახიძე იმსახურებს, მოხვდეს დასასანქცირებულთა სიაში

ნახვები: 520 ლევან ხაბეიშვილი - კობახიძე იმსახურებს, მოხვდეს დასასანქცირებულთა სიაში

კობახიძემ უნდა იცოდეს, რომ ქართველი ხალხის პასუხი მისი ნების გაყალბებაზე, მისი წარსულის, აწმყოსა და მომავლის გაქრობის მცდელობაზე იქნება დამანგრეველი მისი მტრებისთვის, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილმა პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, ქართველი პოლიტიკოსის ცხოვრების მისია უნდა იყოს, გააკეთოს ყველაფერი, რათა იცხოვროს გაერთიანებულ საქართველოში.

„ნაციონალური მოძრაობის“ სახელით მინდა, საგანგებოდ გამოვეხმაურო „რუსული ოცნების“ თავმჯდომარის და ბიძინა ივანიშვილის ერთ-ერთი თოჯინის, ქართველი ხალხის ღირსებისა და ისტორიის შეურაცხმყოფელ და პრორუსულ განცხადებას. გუშინ „რუსულმა ოცნებამ“ კიდევ ერთი წითელი ხაზი გადაკვეთა. არ არსებობს იმაზე დიდი ტკივილი, როდესაც შენს სამშობლოს, მიწას თავს ესხმის იმპერია, რომლის მიზანი არის შენი ხალხის წარსულის, ტრადიციების, აწმყოსი და იდენტობის არსებობის გაქრობა. ამიტომ იმ ქვეყნის შვილს, რომლის ქვეყნის 20 პროცენტი ოკუპირებულია, არ გვაქვს იმაზე დიდი სურვილი და მიზანი, ვიდრე სამშობლოს დეოკუპაცია და გაერთიანებაა.

არ აქვს მნიშვნელობა არანაირ პარტიულ ინტერესებსა და პოლიტიკურ იდეოლოგიებს, ქართველი პოლიტიკოსის ცხოვრების მისია უნდა იყოს, რომ გააკეთოს ყველაფერი, რათა იცხოვროს გაერთიანებულ საქართველოში. არ არსებობს უფრო დიდი მიზანი, ვიდრე ქართველ ხალხს ჰქონდეს შესაძლებლობა, საკუთარ სამშობლოში ისწრაფოდეს ბედნიერებისკენ, შესაძლებლობა უნდა ჰქონდეს ერთიანი სამშობლოსი, სამართლიანი გარემოსი და შესაძლებლობებით სავსე ქვეყანაში ცხოვრების უფლება. არის კითხვა: რა უნდა მოხდეს, რომ საქართველო იყოს ერთიანი? რა არის წინაპირობა საქართველოს ერთიანობის? – პასუხი ცალსახა და მარტივია, რუსეთი უნდა დამარცხდეს უკრაინაში. თუ რუსეთი მარცხდება უკრაინაში, ჩვენ, საქართველოს გვეძლევა შანსი, გავაერთიანოთ ჩვენი ქვეყანა, მაგრამ თუ რუსეთი ამყარებს მშვიდობას ისეთივეს, როგორიც იყო ბუჩაში, ირპენში, მარიუპოლში და ასე შემდეგ, მაშინ საქართველო არათუ გაერთიანდება, არამედ – დაისმება შეკითხვა: არსებობს კი საქართველო? – მაგრამ მინდა, გითხრათ, რომ რუსეთი მარცხდება უკრაინაში, რადგან ბოროტს აუცილებლად სძლევს კეთილი. მარცხდება, რადგან რუსეთის ეკონომიკა არის ცივილიზებული სამყაროს ეკონომიკის ორი პროცენტი და მას უპირისპირდება სრულიად ცივილიზებული სამყარო. მარცხდება, რადგან ცივილიზებული სამყაროსთვისაც რუსეთის დამარცხება ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც უკრაინისთვის. მარცხდება გმირი უკრაინელი ხალხისა და მათ შორის გმირი ქართველი მებრძოლების თავგანწირვით. რუსეთი მარცხდება უკრაინაში, მან დატოვა კიევის, ჩერნიგოვის, ხარკოვის, სუმის ოლქები. რუსებმა დატოვეს ხერსონი, ლიმანი, იზიუმი და ბოლო რუსი ჯარისკაციც აუცილებლად დატოვებს უკრაინას. რუსეთი ობიექტურად მარცხდება და მისი დამარცხება არის გარდაუვალი.

ჩვენ ვხედავთ უკრაინისთვის გადასაცემი შეიარაღების მკვეთრ ზრდას, მათ შორის, უახლესი შორსმსროლელი მძიმე შეტევითი შეიარაღების ნაწილში. რუსეთი მარცხდება და ეს ჩანს თუნდაც რუსეთის სამთავრობო არხებზე, სადაც სრული ისტერია აქვს რუს პროპაგანდისტებს. უკრაინის გამარჯვება კი საქართველოს გამარჯვება იქნება იმ შემთხვევაში, თუ საქართველო თავად არ აირჩევს რუსეთის მხარეს. ქართველი ხალხის 80 პროცენტზე მეტი გულშემატკივრობს უკრაინას, თუმცა „რუსული ოცნება“ არ წარმოადგენს ქართველი ხალხის ნებას.

ამიტომ მივმართავ ირაკლი კობახიძეს, რუსეთი ობიექტურად მარცხდება უკრაინაში და მხოლოდ ბუნებით პუტინის მხარდამჭერი უშვებს, რომ ბოროტება გაიმარჯვებს და სიკეთე დამარცხდება. მას შეუძლია, უარი თქვას ქართველობაზე და არ გულშემატკივრობდეს უკრაინას, მაგრამ მან უნდა იცოდეს, ქართველი ხალხის აბსოლუტური უმრავლესობა მიისწრაფვის სიკეთის გამარჯვებისკენ და თავისი ქვეყნის გაერთიანებისკენ, ერთიანი საქართველოსკენ და ქართველი ხალხის პასუხი მისი ნების გაყალბებაზე, მისი წარსულის, აწმყოსა და მომავლის გაქრობის მცდელობაზე იქნება დამანგრეველი მისი მტრებისთვის. საბოლოოდ, პუტინის ლაქია მსახური კობახიძე იმსახურებს, იყოს მარგარიტა სიმონიანის, სავალიოვის გვერდით და ისიც მოხვდეს დასასანქცირებულთა სიაში, როგორც მთავარი რუსეთუმე, პუტინისტი საქართველოში“, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა