თურქეთი, საქართველო და აზერბაიჯანი სატრანზიტო პროცედურების გამარტივებასა და საზღვრებზე ლოდინის დროის შემცირებაზე მუშაობენ
28 სექტემბრიდან საქართველოში ამინდი გაუარესდება, მოსალოდნელია ძლიერი ნალექი, სეტყვა და შტორმი
პეტრე ცისკარიშვილი 1-ელ ოქტომბერს რიყის პარკში აქციას აანონსებს და მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას მოითხოვს
მიხეილ სააკაშვილი: ვერ დაგვაჩმორებენ, არ დავჩმორდებით, ჩვენ არ ვართ ჩმორები!
WSJ: Russia offers USD 20 M reward for information on Magyar's whereabouts
Biletsky: 3rd Army Corps liberates Nove, Ridkodub and Katerynivka in Operation “Vivaldi”
War update: 229 combat clashes on front lines in past 24 hours
Russia's war casualty toll in Ukraine up by over 2,000 over past day

რაგბი: ბორჯღალოსნება ნიდერლანდები დიდი ანგარიშით დაამარცხეს

ნახვები: 608 რაგბი: ბორჯღალოსნება ნიდერლანდები დიდი ანგარიშით დაამარცხეს

საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა, რაგბი ევროპის ჩემპიონატის მეორე ტურის მატჩი, სტუმრად, ამსტერდამში, ნიდერლანდების წინააღმდეგ ჩაატარა და მეტოქე 40:8 დაამარცხა. 

ამ შეხვედრამდე ნიდერლანდებთან ჩვენს გუნდს ექვსიდან ხუთი თამაში მოგებული ჰქონდა. ერთადერთი წარუმატებელი შეხვედრა შორეულ 1995 წელზე მოდის – ეს „ბორჯღალოსნების“ ერთ-ერთი პირველი გასვლითი მატჩი იყო, რომელიც ამსტერდამში მეტოქემ 55:3 მოიგო.

აქედან მოყოლებული 2000-2002 წლებში საქართველომ ნიდერლანდებს სამ თამაშში ისე აჯობა, ლელო არ გაუშვია – 41:6, 32:3 და 88:0. 2007 წლამდე, როდესაც ჩეხეთს 98:3 ვძლიეთ, ნიდერლანდებთან 88:0 მოგება საქართველოს ნაკრების ისტორიაში ყველაზე დიდი სხვაობით გამარჯვება იყო.

მას შემდეგ ნიდერლანდები რაგბი ევროპის ქვედა დივიზიონში დაქვეითდა და ელიტას 2021 წელს დაუბრუნდა. ორი წლის წინ, „ბორჯღალოსნებმა“ მეტოქე თელავში, „კავკასიონი არენაზე“ მიიღეს და 48:15 სძლიეს, შარშან კი ამსტერდამში 12 ლელო გაუტანეს და 72:10 მოიგეს.

რაც შეეხება დღევანდელ შეხვედრას, მასპინძლებმა აქტიურად დაიწყეს. საწყის წუთებში „ბორჯღალოსნებს“ თამაშის დალაგება გაუჭირდათ, თუმცა, მე-11 წუთზე, ერთი-ერთი შეტევის დროს, ნიდერლანდელების შეცდომით ქართველებმა კარგად ისარგებლეს, სწრაფი და მრავალსვლიანი იერიში განახორციელეს, რომელიც დავით ნინიაშვილმა ლელოთი დააგვირგვინა, აბჟანადაძემ კი ზუსტად გარდასახა.

რამდენიმე წუთში მასპინძლებმა ჯარიმა დაარტყეს და უპირატესობა შეამცირეს, მაგრამ ცოტა ხნით – მე-20 წუთზე ჩაჩანიძემ მეორე ლელო გაიტანა და ტაიმი ქართველმა მორაგბეებმა 12:3 მოიგეს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა