კოტე კემულარია: ევროკავშირის ახალი სანქციები რუსეთის სამხედრო წარმოებისთვის კომპონენტების მიწოდების არხებს ზღუდავს - საკითხი საქართველოსაც ეხება
ზელენსკი: საწვავის ფასები ახლო აღმოსავლეთის ომისა და ჰორმუზის სრუტის ბლოკირების გამო იზრდება და არა უკრაინის ქმედებების შედეგად
მარტა კოსი: საქართველოს კანდიდატის სტატუსი მხოლოდ ფურცელზე არსებობს - ხელისუფლებასთან თანამშრომლობის აღსადგენად კონკრეტული ნაბიჯებია საჭირო
კაია კალასი - საქართველოზე დღეს ძალიან მოკლედ ვისაუბრებთ, მაგრამ, შევთავაზებ, რომ იანვარში საქართველოს შესახებ სიღრმისეული დისკუსია გვქონდეს
შვიდი ამერიკელი სენატორი ტრამპის გადაწყვეტილებას ეწინააღმდეგება — „აშშ-მა პუტინს ფინანსური დახმარება არ უნდა გაუწიოს“
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები დღეს ლუქსემბურგში საქართველოს საკითხსაც განიხილავენ
პოლონეთში დააკავეს პირი, რომელიც პრემიერ-მინისტრ დონალდ ტუსკსა და თავდაცვის მინისტრზე თავდასხმის დაგეგმვაშია ეჭვმიტანილი
ენდი ბერნემი: რუსეთი „ბრექსითის“ რეფერენდუმში ჩაერია და გერმანიასა და საფრანგეთშიც ცდილობს პოლიტიკურ პროცესებზე გავლენის მოხდენას

კახა კალაძე - რასაც მიხეილ სააკაშვილი აკეთებდა, ემსახურებოდა მხოლოდ და მხოლოდ რუსეთს და რუსეთის ინტერესებს

ნახვები: 544 კახა კალაძე - რასაც მიხეილ სააკაშვილი აკეთებდა, ემსახურებოდა მხოლოდ და მხოლოდ რუსეთს და რუსეთის ინტერესებს

რასაც მიხეილ სააკაშვილი აკეთებდა, ემსახურებოდა მხოლოდ და მხოლოდ რუსეთს და რუსეთის ინტერესებს, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

კახა კალაძემ კომენტარი გააკეთა  უკრაინის საგარეო დაზვერვის სამსახურის ყოფილი თავმჯდომარე ნიკოლაი მალომუჟის განცხადებაზე, სადაც ის ამბობს: „სააკაშვილი და პოროშენკო განიხილებოდნენ დაზვერვის მომავალ თანამშრომლებად. მათთან მუშაობდნენ უკრაინული სპეცსამსახურები, რომლებიც შედიოდა კგბ-ში“.

„განცხადებები მოვისმინე, თუმცა რაც შეეხება სააკაშვილს და მის ქმედებებს, მე არანაირი მტკიცებულებები არ მაქვს, მაგრამ პოლიტიკური თვალსაზრისით მისი მოღვაწეობის ფაქტები მიუთითებს, რასაც ეს ადამიანი აკეთებდა, ემსახურებოდა მხოლოდ და მხოლოდ რუსეთს და რუსეთის ინტერესებს. რაც 2008 წელს იკადრეს და გააკეთეს ჩვენი ტერიტორიების დაკარგვით ამ ადამიანებმა და თავიანთი გაუთვლელი არასწორი პოლიტიკით ემსახურებოდა რუსეთს და მის ინტერესებს“,- განაცხადა კალაძემ.

 

 
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა